მონატრება

ზურგს უკან დარჩა აფხაზეთი _ სამშობლო ჩემი,

გულში გაიჭრა სევდის უდაბნო _ უკაცრიელი,

როდისღა მიხმობს ჩემი მხარე მალიმალ ვფიქრობ

და ამ ფიქრებში დაბრუნებას ამაოდ ველი.

თვალებს დავხუჭავ მელანდება მშობელი მიწა,

შავი ზღვის ტალღა ლაჟვარდისფერ სივრცეებს აპობს,

უქართველებოდ დარჩენილი მწუხრ მიდამოში,

პატარა ჩიტი ნაღვლიანად მოთქვამს და გალობს.

სიზმრებში ლანდთა შორეულთა ქვითინი მესმის,

უტყვი ქუჩები მონატრებულ შვილებს ელიან,

სევდის ფიქრები დაფარფატებს გონების ირგვლივ
 
და ვფიქრობ, იქნებ დაბრუნება არც მიწერია.

მოგონებები ტალღებივით იქოჩრებიან,

პატარა გულში სითბოს ნაცვლად ცივი თოვლია,
გაივლის დრო და შევეჩვევი, მაგრამ ყოველთვის,

მომენატრება შავი ზღვა და თეთრი თოლია.


მარიკა ვეკუა


მე-10 კლასი


1994 წელი