ღირსეულგანახლებელსკახაკვაშილავასვულოცავთდაბადებისდღეს!

გამოირჩევა ფიზიკური წონით, მაგრამ ახლა მე მის ადამიანურ წონაზე ვისაუბრებ... 26 წლის წინ როცა 22 წლის გახდა, უბედნიერესი დაბადების დღე ჰქონდა, ხალხმრავალი...უსაყვარლესი ადამიანების გარემოცვაში. კურიოზულიც კი (ეს ამბავი თვითონ დაგვიწეროს კომენტარში). 

სიურპრიზად მამა დაბრუნდა პოზიციიდან. სუფრასთანაც არ დამჯდარა მთელი ქეიფის განმავლობაში ყველას ემსახურებოდა დიდს თუ პატარას. ეს იყო ბოლო ქეიფი ზაური კვაშილავასთვის  და ბოლო საჭმლის ჭამა. 

იმ ღამითვე დაბრუნდა მამა-შვილი პოზიციაზე და 3 დეკემბერს  22 წლის ვაჟკაცმა თავისი ხელით გადმოასვენა, მის გვერდით გმირულად განგმირული მამა... 

შეიძლება მითხრათ ასე სევდიანად რატომ ულოცავთ ამ ადამიანს დაბადების დღესო... ჩემთვის ნაცნობია  ეს სევდა და ტკივილი,მაგრამ გამძლეობა და ამ სევდით სიარულია გმირობა...  

ხსოვნაზე უკეთესს ჩვენ ვერაფერს ვაჩუქებთ კახას... 

აქვე ისიც მინდა ავღნიშნო,რომ ჩვენი პროექტის გამოჩენის დღიდან დგას ჩვენს გვერდში, არის მუდმივშემომწირველთა კლუბის წევრი, მაძლევს რჩევა-დარიგებებს და როგორც მეომართა წესია არ საუბრობს თავის თავზე. 

ერთი მთავარი ნატვრის ასრულება მინდა ვუსურვო კახას და ჩემს თავსაც  გვეღირსოს განახლებაში ჩვენი მამაების საფლავებთან მისვლა და მუხლის მოდრეკა!