ჩემიაფხაზეთი.

მიყვარს ჩემი ეზო-კარი მინდორი და ყანა, 

სხვა ადგილი საოცარი, აქ ვინ მომიყვანა? 

მე სხვა მხარე არამძულს, ამის მოწმე ღმერთია, 

მაგრამ ის რაც მითბობს გულს, ჩემი აფხაზეთია. 

ვეღარ მოვშორდი მე ოცნებასა გულზე მაწვება მძიმე ლოდები, 

და აფხაზთში დაბრუნებასა ისევ და ისევ ,კვლავ ველოდები. 

ერთმანეთისგან ისე შორსა ვართ, არც კი გვესმის ხმა, 

ისე შორს ვართ,ისე შორს ვართ ძმას ვერ ვხედავ ძმა. 

მე სხვა მხარე არამძულს, ამის მოწმე ღმერთია, 

მაგრამ ის,რაც მითბობს გულს, ჩემი აფხაზეთია 

                                               არდევან ჯახაია.