კოდორის ხმა

მე მიყვარს ჩემი განახლება, სადაც დავიბადე და გავიზარდე. მიყვარს ჩემი ხალხი, ხალხი რომელიც ბავშვობას მახსენებს. 27 წელია ყურში ჩამესმის აღელვებული კოდორის ხმა, დილით სკოლის შარაგზას თან მოუყვება ხმაურით. ასევე მოფუსფუსე ახალგაზრდობა, რომლებიც სამსახურში მიიჩქარიან და გზად მესალმებიან. სკოლასთან  ახლოს მამიდაჩემის, ინეზა კვარაცხელიას ეზოდან ხმაურიანი ოთხფეხა არსება, სახელად ჯეკა. სკოლის მთავარი კარები, რომელიც ადვილად გახსნის შემთხვევაში ძნელად იკეტებოდა. სკოლის ეზოში წითელი 03 მარკის ავტომობილი, რომელსაც ყოველ დილით მოჰყავდა დირექტორი სკოლაში, დირექტორი რომლისაც ძალიან მეშინოდა, მაგრამ ამავდროულად იყო კეთილი და სამართლიანი ადამიანი. ამ ყველაფერთან ერთად მახსენდება ჩემი კლასი, სადაც მე და ჩემი კლასელები სიამოვნებით შევციცინებდით ჩვენს საშა მასწავლებელს, მასწავლებელი იყო უაღრესად თბილი და დადებითი პიროვნება, დღესაც მენატრება მისი ალერსიანი ხმა. ჩემო განახლებელებო იმდენი წვრილმანია ჩემს გონებაში ჩარჩენილი, ამას ვერაფერი ამოშლის. მე მიყვარს ჩემი განახლება და ჩემი ხალხი! თქვენი  თითოეულის ნახვა ჩემთვის გამარჯვებაა!!! რადგან ჩვენ ვართ და ვიქნებით!!!

უფალმა გაგაძლიეროთ დაბრუნების იმედით, მე მჯერა ჩვენ დავბრუნდებით და მე პირადად იქ გავითხრი სიბერის საფლავს, სადაც ჩემი წინაპართა სულები ეზიარნენ ზეციურ სიმშვიდეს, სადაც ჩემი ბობოქარი კოდორი ხმაურობს!!!                                                           

ავტორი - ჯონი კვარაცხელია