Notice: Undefined variable: UB in /datastore/web/ganakhleba.ge/htdocs/libs/Functions.php on line 616

Notice: Undefined variable: UB in /datastore/web/ganakhleba.ge/htdocs/libs/Functions.php on line 630
ახალდაბა. "მშვიდობით ზღვაო" - სიცოცხლის გზა -

 __მშვიდობით ზღვაო__

ბაღლანის ჭანჭრობებიდან ზღვის სანაპიროზე  გასულებს მძიმე ფიქრებთან გზასავალიც უმძიმდებოდათ. ქვიშაც ხომ ართულებს ნაბიჯებს. ძლივს ტლაშუნობდა დაღლილი ზღვა. ქვითინებდნენ ქალები. თანაუგრძნობდნენ და ქვითინებდნენ ტალღები. "მშვიდობით ჩვენო შავო ზღვაო!"_ ფიქრობდა ყოველი იმათგანი. სკურჩის დასახლებაში მცხოვრები სომხები და რუსები ორაზროვანი გამომეტყველებით უყურებენ  ენგურს გაღმა გასაღწევად მიმავალთ მიდიოდნენ ზანტად, მწუხრით გულდამძიმებულები. დევნილის გული თითქოს გემის ღუზაა და ვერ ამოაქვს დარდის ზღვიდან. 

- მეტი აღარ შემიძლია! _თქვა (სპარსეთისაკენ მიმავალ, სამშვილდელი პაპუნა ჭოღრათაშვილივით) ხანდაზმულმა და ხახაგამშრალმა კაცმა და იქვე კოწახურის ჩირგვთან მიესვენა. 

- ადექი მამა! მტერი რომ დაგვედევნოს ყველას ამოგვჟუჟავს. ცოცხლები გამოვედით და თავი აქ რატომ უნდა დავახოცინოთ? - ადექი მამა!(ეს ნათქვამი ზუსტად ჰგავდა საუკუნეების უკან ოსმალეთისაკენ მიმავალი ზაქარია თევდორაშვილის ნათქვამს). 

- თქვენ წადით! 

- არა, მამა! ცოტაც გაუძელი სოფელ ბალანთან უკვე მოვსულვართ.ჩვენი მეზობლები უშენოდ არ მიდიან. 

წყურგილეს და ბალანის მოსახლეობაც გახიზნულიყვნენ, ეზოებში დარჩენილი ძაღლები უგულოდ ჰყეფდნენ. მოსაღამოვდა... ერთობ გატანჯული ხალხი სოფელ კინდღში მივიდა. ზოგმა ნათესავებს და ნაცნობებს მიაკითხა. უმრავლესობა კი დასასვენებელ კოტეჯებსა და მშენებლობადაუმთავრებელ პანსიონატების სარდაფებში განთავსდა. 

დღის სინათლე სანაპიროსთან მხრებგაშლილმა ევკალიპტების  ხეივანმა მთლიანად   "ჩაყლაპა". კინდღის მოსახლეობამ შეძლებისდაგვარად უმასპინძლა მეზობელი სოფლის_ ახალდაბის დევნილ მოსახლეობას და რა იცოდნენ,რომ ხვალ-ზეგ ისინიც ასეთ დღეში ჩავარდებოდნენ. 

 

ნაწყვეტი  წიგნიდან ახალდაბა აფხაზეთში და ქართველთა ბედისწერის ისტორიები. 

 

ავტორი: ილუშა ნემსწვერიძე  

 

გაგრძელება