იხსენებენ თვითმხილველები- ნაზი ჯოხაძეს ისტორია


,,გამწარებული გამოთქმის კილო,
და დედააზრი ერთი აქვს ყველას.
სწყევლიან თავის ბედის გაჩენას
და გასაჭირში ითხოვენ შველას".
(აკაკი წერეთელი)

ნაზი ჯოხაძე _ (ახალდაბელის ნათესავი. გალის რ_ნი სოფელი ოტობაია) ამირანთან სამი შეიარაღებული შემოიჭრა:
_ თუ გინდა, იცოცხლო სამი მილიონი უნდა მოგვცე. სახლი არ გვინდა ისედაც ჩვენ დაგვრჩება. სამ დღეში მოვალთ იცოდე_ უთხრეს მას. ფული არ ჰქონდა, ამიტომ იგი ახლობლებმა დამალეს. 

დათქმულზე ადრე მოვიდნენ ისინი, ამირანის მეუღლემ კი ვერ გაასწრო. საშინლად აწამეს სამი შვილის დედა, სხეულზე გავარვარებული ელექტრო სპირალით. დაუმტვრიეს ხელების და ფეხების ძვლები, ამოთხარეს თვალები და მოაჭრეს ძუძუები. დახვრიტეს თითქმის მკვდარი. ცხედარი დამარხვა არ დაგვანებეს. 

 

 

ნაწყვეტი  წიგნიდან ახალდაბა აფხაზეთში და ქართველთა ბედისწერის ისტორიები. 

 

ავტორი:ილუშა ნემსწვერიძე   

 

გააგრძელე კითხვა...