კამანის ეკლესია

ამანის ეკლესიის თავდაპირველი მშენებლობა თარიღდება XI საუკუნით. ტაძრის ისტორია დაკავშირებულია წმინდა იოანე ოქროპირის სახელთან, რომელიც კონსტანტინეპოლიდან შავიზღვისპირეთში გადმოასახლეს და  ტაძარი წარმოადგენს დარბაზული ტიპის ნაგებობას, რომელსაც რამდენიმე რესტავრაციის კვალი ეტყობა.

XIX საუკუნეში აღადგინეს და რესტავრაციის შემდაგ 1898 წელს დაარსეს ქალთა მონასტერი, სადაც მსახურობდა 300-ზე მეტი მონაზონი, მათი საცხოვრებელი, მონასტერთან ახლოს 3 სართულიანი სახლი ქვისა და აგურისგან იყო აშენებული, რომელიც შემდგომ კომუნისტური წყობის პერიოდში, ინვალიდთა და მოხუცებულთა სახლად აქციეს. ეს სახლი დღესაც დგას, რათქმა უნდა დაზიანებული.საბჭოთა კომუნისტური ხელისუფლების წლებში კამანის ტაძარი, ბუნებრივია, არ მოქმედებდა. 

XX საუკუნის 90-იან წლებში ტაძარს ჩაუტარდა სარესტავრაციო სამუშაოები. იგი კეთილმოეწყო აფხაზმა მამულიშვილმა იური ანუამ, რომელიც რუსეთ-საქართველოს შორის 1993 წლის საომარი მოქმედებებისას დახვრიტეს. ასევე, კამანის აღების დღეს (5.07.1993) ეკლესიის ეზოში დახვრიტეს ტაძრის წინამძღვარი – მამა ანდრია ყურაშვილი.

ამჟამინდელი მდგომარეობა 

ტერიტორია ამჟამად ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რის გამოც ტაძრის შესწავლა და შესაბამისი სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია. ძეგლის ფიზიკური მდგომარეობა მძიმეა, ტაძარს აღენიშნება ბზარები.


კამანის ეკლესიას მინიჭებული აქვს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი

ინფორმაცია ობიექტზე
რეგიონი: სოხუმი
კამანი
ქუჩა: კამანი
ობიექტი: ეკლესია