გულრიფში

02 Apr, 2019

გულრიფში

გულრიფში (აფხ. Гәылрыҧшь; 1975 წლამდე ქვემო გულრიფში) — დაბა დასავლეთ საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გულრიფშის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს შავი ზღვის პირას, სამურზაყანოს დაბლობზე, სარკინიგზო და საავტომობილო მაგისტრალზე, ზღვის დონიდან 20 მ, სოხუმიდან 13 კმ, თბილისიდან 431 კმ. 2007 წლის აღწერის მონაცემებით გულრიფშის მოსახლეობა 8 014 ადამიანს შეადგენდა.

გულრიფში ზღვისპირა კლიმატური კურორტია. ჰავა — ზღვის ნოტიო სუბტროპიკული. იცის თბილი ზამთარი და ცხელი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურა 14,5 °C, იანვრის საშუალო ტემპერატურა 6,2°C, ივლისის 22,9°C; აბსოლუტურ მინიმალური –12°C, აბსოლუტურ მაქსიმალური 41°C. ზღვის ბრიზები რამდენადმე ანელებს ზაფხულის სიცხეს. ნალექები 1410 მმ წელიწადში. ფარდობითი ტენიანობა 72%. მზის ნათების ხანგრძლივობა 2100 სთ წელიწადში.

დაბის სტატუსი მიენიჭა 1975 წელს. დაბაში არის ადმინისტრაციული, განათლების, კულტურის და ჯანდაცვის (სანატორიუმები, პანსიონატები) ობიექტები. სამკურნალო საშუალება — კლიმატოთერაპია. სამედიცინო ჩვენება: ფილტვების ტუბერკულოზის სხვადასხვა ფორმა. სეზონი — მთელი წელი. 1991 წელს გულრიფში იყო სახლთსაშენი კომბინატი, საყოფაცხოვრებო მომსახურების საწარმო, საბავშვო ბაღები, საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო და სამუსიკო სკოლები, სუბტროპიკული კულტურების სოხუმის საცდელი სადგური, საქართველოს მცენარეთა დაცვის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის აფხაზეთის მცენარეთა დაცვის საცდელი სადგური და სხვა.

ობიექტები
  • ამბულატორია
  • ჩხვიმიანი ამირანის სახლი
  • თოლორდავა ჟორა (გიორგი)
  • განახლების ეგნატე ნინოშვილის სახელობის საშუალო სკოლა
  • ფოსტა
  • კვარაცხელია გრიშას სახლი
  • ტყებუჩავა ვალერის სახლი
  • ჰესი
  • სუბელიანი ზოიას სახლი
  • ვეკუა იპოლიტეს სახლი
  • გვასალია ანზორი(ბურდა)
  • კვარაცხელია ვიტალი
  • გოროზია ამირანი კეცხოველის ქუჩა 43
  • გეთია მურმანი
  • ბერულავა ნური
  • კვარაცხელია ილარიონი
  • კვარაცხელია კონსტანტინე (კოტკა)
  • კვარაცხელია გურამი (გურიელი)
  • ცინდელიანი ოთარი
  • ბაღათურია სოსო
  • კვარაცხელია კლეოპატრა
  • კვიციანი როლანდი
  • კვიციანი რობიზონი
  • ვეკუა ნუგზარი
  • რობაქიძე პანატა
  • ეკლესია
  • რობაქიძე იუზა
  • ბერულავა მუშნი
  • კვაშილავა ზაური
  • სიდიანი როლანდი
  • კვარაცხელია ამირანი (ჯემალი)
  • ვეკუა მიხეილი
  • გვასალია მიტუშა
  • ჭანტურია გივი (ღუღუნი)
  • გაბელია იური
  • ბერულავა ალიკა
  • ბერულავა ზურაბი
  • ლაკერბაის სახელობის საშუალო სკოლა
  • ეკლესია
  • რესტორანი "მერხეული"
  • კირის ქარხანა
  • წულუკიძე რაული
  • აფთიაქი
  • დევდარიანი პავლე
  • გერლიანი ზურაბი
  • რუსული საშუალო სკოლა
  • გოგი გვიჩიანი
  • ფრიდონ კვიციანი
  • ნიკოლოზ (ქჩრბი) გვიჩიანი
  • ბიტი კვანჭიანი
  • ბაბუშარის აეროპორტი (სოხუმის ბაბუშარის აეროპორტი)
  • აფრასიძე სოლომონი
  • ჩხალთის საშუალო სკოლა
  • საავადმყოფო-ამბულატორია
  • კარლო წულუკიძე
  • ლათის საშუალო სკოლა
  • რესტორანი (ლუდის ბარი)