კამანი

19 Apr, 2019

კამანი -პატარა იერუსალიმი

ეს სიტყვები სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქს, უწმინდესს და უნეტარეს ილია მეორეს ეკუთვნის. კამანი მართმადიდებლურ სამყაროში პირველი საუკუნეებიდან გახდა ცნობილი.

იგი მოუხილავთ მაცხოვრის მოწაფეებს ანდრია პირველწოდებულს, სიმონ კანანელსა და ბართლომეს.

კამანში გადამალეს იოანე ნათლისმცემლის თავი მესამედ, კამანში მოხდა ღვთისმშობლის გამოცხადება, კამანში უძველეს დროში დაარსდა დედათა მონასტერი განთქმული თავისი მკაცრი ტიპიკონით...
ღვთის უდიდეს საიდუმლოებებს იტევს და ინახავს მთებით გარშემორტყმული პატარა მიწა კამანისა.

არსებობს წმინდა მამების შემდეგი წინასწარმეტყველება: "კამანის დედათა მონასტერი აღდგება.

კამანი მართლმადიდებლობის ღერძია, მეორედ მოსვლის ჟამს იგი უეჭველად გაბრწყინდება. უფალი იესო ქრისტე რჩეულთ, თავის ბერ-მონაზვნებს, მთელი სამყაროს მართლმადიდებლებს კამანში დიდი ზარ-ზეიმით მოუხმობს."
სანამ ეს ჭეშმარიტება აცხადდებოდეს, დიდი ტანჯვისა და წამების, უფლისმიერი ტკივილი-სიხარულის გზაა გასავლელი...
ამ გზაზე ვიდოდნენ და დღესაც დადიან უფლის რჩეულნი, მაგრმ სანამ დღევანდელობას შევეხებოდეთ, გონების თვალი გადავავლოთ წარსულს.

მეოთხე საუკუნის დასაწყისში, როცა მთელ ბიზანტიაში სასტიკად დევნიდნენ მართმადიდებლებს, კამანში გადაასახლეს დიდმოწამე გიორგის ძმისწული და დიდმოწამე თეოდორე ტირონის დისწული წმინდა ვასილისკო. წმინდანის შესახებ ჩვენამდე მოღწეული გადმოცემის მიხედვით, ქრისტეს თავდადებულმა მხედარმა, ხელებშებორკილმა, ლურსმანებჩაჭედებული ჩექმებით გამოიარა თავისი გოლგოთა-ტანჯვის გზა ბიზანტიიდან საქართველომდე, კამანის მთებამდე. იქ უნდა აღსრულებულიყო უგუნურთა მიერ გამოტანილი განაჩენი...

მცველებმა შეისვენეს, მოწამე კი ხეს მიაჯაჭვეს. უცებ მთა იძრა, უცნაურად განათებულ ცაზე უფლის ხატება გამოისახა და გაისმა საკვირველი ხმა; "ნუ გეშინია, მე შენთანა ვარ!" კლდიდან გადმოხეთქილი წყარო მორწმუნის სისხლით შეიღება. ფსკერზე დღესაც ნათლად ჩანს შინდისფრად აფორაჯებული ქვები საკვირველნი განიხსნა... ანკარა წყალმა ჭრილობები შეახორცა და მკურნალად ექცა იქ უფლის სიყვარულით მისულ ყოველ მორწმუნეს.
წმინდანს თავი მოჰკვეთეს 308 წელს 4 ივნისს. ქრისტიანებმა როგორღაც მოახერხეს წამებულის ნაწილთა გამოსყიდვა და კამანში დაასაფლავეს, იქვე მისი სახელობის ეკლესია ააგეს. 

წყარო: Kamaneli

ობიექტები
  • კამანის ეკლესია
  • ვლადიმერ კახიანი
  • წმინდა მოწამე ვასილისკო
  • ვასილისკო წყარო
  • ხანდაზმულთა და ინვალიდთა სახლ-პანსიონატი
  • პანსიონატის ძველი კორპუსი
  • საერთო საცხოვრებელი
  • მარმარილოს კარიერი
  • საქვაბე
  • სერგო (ედისონ) სუბელიანი
  • იონა გადრანი
  • შოთა სუბელიანი
  • ზაურ ჩხეტიანი
  • ეგნატე კვიციანი
  • ჯიმშერ გადრანი
  • სერგო მუშკუდიანი
  • ვალო ჩხეტიანი