Notice: Undefined variable: UB in /datastore/web/ganakhleba.ge/htdocs/libs/Functions.php on line 616

Notice: Undefined variable: UB in /datastore/web/ganakhleba.ge/htdocs/libs/Functions.php on line 630

ტყვარჩელი

03 Apr, 2019

ტყვარჩელი

ტყვარჩელი (აფხ. Тҟәарчал; ქართ. ტრანს. ტყჿარჩალ) — ქალაქი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე ღალიძგაზე. ქალაქის სტატუსი მიიღო 1942 წელს. ქალაქის ძირითადი ინდუსტრიებია ქვანახშირის მოპოვება, სამშენებლო მასალების და სხვა საწარმოები. განთქმულია ბალნეოლოგიური კურორტით.

ტყვარჩელი ქალაქად გამოცხადდა 1942 წელს. ქვანახშირის მოპოვება ამ ადგილას 1935 წლიდან დაიწყო და მეორე მსოფლიო ომის პერიოდში დონბასის გერმანელების ხელში გადასვლის გამო დიდი მნიშვნელობა შეიძინა.

1990-იანი წლების დასაწყისში აფხაზეთის ომის პერიოდში ქალაქი ალყაში იყო მოქცეული ქართული ჯარების მიერ და მისი დარჩენილი მოსახლეობა მძიმე ჰუმანიტარულ კრიზისს განიცდიდა. ქალაქს სურსათით, იარაღითა და დაქირავებული მებძოლებით რუსული სამხედრო ვერტმფრენები ამარაგებდა. ომის ბოლო ეტაპზე, ტყვარჩელიდან სისტემატურად იბომბებოდა კოდორის ხეობა. ქალაქი ქართულმა მოსახლეობამ ომის დასაწყისშივე დატოვა, მის გარშემო სოფელში დარჩენლი ქართველები კი ფაქტობრივად მძევლების მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.

საქართველოს ადმინისტრაციული დაყოფით, ტყვარჩელი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში შედის, თვითგამოცხადებული აფხაზეთის მოწყობით კი ამავე სახელწოდების ახლად ჩამოყალიბებული რაიონის ცენტრია 1995 წლიდან.

ქვანახშირის მოპოვება ქალაქის მთავარი ინდუსტრია იყო დაარსებიდან, თუმცა ამჟამად საბჭოთა პერიოდის მაღაროები დახურული და ქვანახშირს მოიპოვებს მხოლოდ თურქული კომპანია "თამსაშ" (Tamsaş) ღია მეთოდით. ამ კომპანიის გადასახადები ქალაქის ხაზინის შემოსავლების 75% შეადგენს, თუმცა მას ეკოლოგიის უგულვებელყოფას აბრალებენ.

ქალაქში მოქმედებდა ცემენტისა და აგურის ქარხნები, რომლებიც ამჟამად გაჩერებულია ტექნიკური სიძველის გამო. გეგმაშია ახალი ცემენტის ქარხნის მშენებლობა, რომლის პროდუქციას სავარაუდოდ სოჭის ოლიმპიური კომპლექსის მშენებლობაში გამოიყენებენ.

ქალაქსა და ოჩამჩირის რაიონს საბჭოთა პერიოდში ელექტროენერგიით ამარაგებდა ტყვარჩელის ქვანახშირის ელექტროსადგური, რომელიც 1980-იანი წლების ბოლოს ქვანახშირის მარაგის შემცირების გამო გაზზე გადაიყვანეს

ობიექტები არ მოიძებნა