01 ივნ
ნინო ქართველთა განმანათლებელი.
ქართველთა განმანათლებელი ქალია. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ეს ერთადერთი შემთხვევაა მსოფლიოს ქრისტიანული ქვეყნების ისტორიაში. მოციქულთა მოღვაწეობის შემდგომ, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში, ქრისტიანობა კვლავ ვრცელდებოდა მოგზაურთა თუ სხვათა მეშვეობით. IV საუკუნემდე, როგორც დასავლეთ ისე აღმოსავლეთ საქართველოში არსებობდა ე. წ. ქრისტიანული თემები, ისინი ფარული სახით არსებობდნენ. სახელმწიფო ხელისუფალნი და მათი ქვეშევრდომნი ისევ წარმართ კერპებს აღმერთებდნენ, თუმცა, როგორც წყაროებით ირკვევა, ქრისტიანული თემები გარკვეულ გავლენას ახდენდნენ წარმართულ მოსახლეობაზე და თვით სამეფო ხელისუფლებაზეც. მესამე საუკუნის შუახანებში, მეფე რევ მართალმა აკრძალა არმაზის კერპისათვის ჩვილ ბავშვთა შეწირვა. მეფის ამ გადაწყვეტილებას წარ¬მართი მოსახლეობა კმაყოფილებით შეხვედრია. როგორც ჩანს, სახარებისეულმა ქადაგებამ წარმართი მოსახლეობა ახალი სარწმუნოების მისაღებად მოამზადა. თვით წარმართი მეფის, რევის ზეწოდება "მართალი" ქრისტიანულია და იგი ჭეშმარიტების მაძიებელს ნიშნავს.ეს ისტორიული ფაქტი მაფიქრებინებს, რომ სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებისთვის უფალი ნელ-ნელა ამზადებდა ნიადაგს. რომის კეისრის დევნის (ამ სიტყვას საკრალური მნიშვნელობა აქვს ჩემთვის) გამო, წმინდა ნინო, რიფსიმეს, გაიანესა და ორმოცდაათ სულიერ დასთან ერთად სომხეთის ქვეყანაში გადაიხვეწა. დევნილები სომხეთის წარმართი მეფის თრდატის ბრძანებით სიკვდილით დასაჯეს. ნინო კი სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს. ეკალ-ბარდებში დამალულმა წმინდანმა იხილა "ზეცით სამოსლის მსგავსად ჩამომავალი დიაკონი ოლარით", რომელმაც წმინდა ნინოს აცნობა: "ხვიდოდე აღმოსავლეთით, სადა იგი არს სამკალი ფრიად და მუშაკი ყოვლადვე, არ არიან". გამოცხადების შემდეგ წმ. ნინო გაემართა აღმოსავლეთით და "მოაწია მთათა ჯავახეთისათა", სადაც მან ორი დღე დაჰყო. სწორედ აქ, ფარავნის ტბასთან მწყემსებისაგან წმინდა ნინომ შეიტყო, თუ სად მდებარეობდა მისთვის საოცნებო ქალაქი მცხეთა, სადაც უფლის კვართი იყო დაფლული. ტბა ფარავანთან ძილის დროს წმ. ნინოს გამოეცხადა კაცი, რომელსაც თმა წელამდე ეყარა და მას გადასცა "წიგნი დაბეჭდული". გამოცხადების შემდეგ წმინდა ნინომ წაიკითხა წიგნი, რომელიც იწყებოდა სახარებისეული სიტყვებით: "წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელსცემდით მათ სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა და აჰა ესერა მე თქვენთანა ვარ, ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა".(რა ვქნა,როცა პირდაპირ მკარნახობს უფალი ყოველ ნაბიჯს, ვფიქრობ გავამხილო არ გავამხილო?! თუ ავღნიშნავ ამას სულელს მიწოდებენ, უკეთეს შემთხვევაში ხიბლში მყოფს?! თუმცა ეს სულაც არ არის ჩემი სადარდებელი, მინდობილი ვარ უფალს და მან უკეთ იცის სად რა ვთქვა)ამ სიტყვებით გამხნევებული წმინდა ნინო მცხეთისაკენ გაემართა, წამოჰყვა მდინარე მტკვარს და სავარაუდოდ, გამოიარა ახალქალაქი, ხერთვისი, ასპინძა, ახალციხე.მოგზაურობის დროს მან ბევრი შიში და შიმშილი დაითმინა. წმ. ნინომ ღვთის შეწევნით დაამსხვრია მცხეთის კერპები. მეფე, მისი ოჯახი და ხალხი შიშმა შეიპყრო. ამიერიდან, ღვთის ძალით, როგორც წყარო გადმოგვცემს, "ქება-დიდება ქრისტესი არღარა ფარულად ითქმოდა ქართლსა შინა, რამეთუ მადლისა ღმრთისასა ეწყო მიფენად აღმოსავლეთს". ამ პატარა ჩანახატში ახალი არაფერი თქმულა, პირიქით ეს ყოველივე ზედმიწევნით კარგად იცით.სწორედ ამიტომ გავკადნიერდები და გეტყვით, წმინდა ნინო პატარა გოგონა,უფლის შეწევნით ახერხებს ქართლის მოქცევას ქრისტიანულ სარწმუნოებაზე. რატომ არ შეიძლება,რომ ამხელა სამაგალითო ისტორიის მქონე ერმა შეძლოს და მოახერხოს უფლის დიდებით საქართველოს გაერთიანება და ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება? როგორც მემატიანე აღნიშნავს ხალხში იყო ქრისტიანობა გავრცელებული და მხოლოდ ხელისუფლებისგან სჭირდებოდა დამოწმება ქრისტეს სჯულს. იქნებ ეს პროექტი რომელსაც ვებ გვერდი www.ganakhleba.ge გთავაზობთ, სწორედ ის მოსამზადებელი მოძრაობაა,რომელიც ხელისუფლებისთვის გახდება საფუძველი ძირეული მოქმედებისა?!
04 მაი
აფხაზეთის მთებში გაჩენილო ზენავ
⭕აფხაზეთის მთებში მოსაგრე ქართველ მამებს მამა იოაკიმე (შენგელაია, +1954) აკითხავდა. გზა გასაიდუმლოებული იყო. ერთ ზამთარს დიდი თოვლი მოსულა. მამა იოაკიმეს უფიქრია, ვინ მიხედავს ამ ბერებსო. მოუგროვებია სურსათი და გასდგომია გზას საიდუმლო გამოქვაბულისაკენ. მიარღვევს თურმე გაჭირვებით თოვლს. ამ დროს ტყიდან მისკენ დათვი წამოსულა. "გავშეშდი, - უთქვამს მამა იოაკიმეს, - დავხუჭე თვალები - ალბათ ეს არის ჩემი აღსასრული-მეთქი. ახლოს მოვიდა, ცხლად შემომასუნთქა და წავიდა. ცოტა ხანში გავახილე თვალები და რას ვხედავ, დათვი ოთხზე დამდგარა და გზას ტკეპნის. მელოდა, მელოდა და რომ არ დავიძარი, მომხედა, თითქოს მითხრა, - რას შვრები, რატომ არ მოდიხარო. მივხვდი, რომ ღვთისგან იყო და გავყევი. როცა გამოქვაბული გამოჩნდა, დათვი ლაწალუწით დაეშვა ქვემოთ. შევედი ბერებთან, ფერი არ მედო. რაო, მამაო იოაკიმე, შეგაშინა დათვმაო? - მკითხეს ღიმილით". ამა იოაკიმეს რამდენიმე სულიერმა შვილმა იცოდა გამოქვაბულის გზა. ერთხელ მისკენ მიმავალი სანოვაგით დატვირთული ყმაწვილები სოხუმის მილიციას საეჭვოდ მოეჩვენა, დაიჭირეს და უფროსს მიუყვანეს. ბიჭები დუმდნენ. უფროსმა მათი დაპატიმრება ბრძანა. იმავე ღამეს მილიციის უფროსი მოულოდნელად საშინელმა ტკივილმა ლოგინად ჩააგდო. უეცრად ხილვით სადღაც, მიყრუებულ ადგილას, უცნობ ხალხში აღმოჩნდა. ვინ ხართ, აქ რა გინდათო, - ეკითხებოდა მათ. ღმერთს ვემსახურებით და ვლოცულობთო, - უპასუხეს. რა ღმერთი, რის ღმერთი! ხომ არ გაგიჟდით, სად არის ღმერთიო. უცნობებს უთქვამთ: "თუ ღმერთი არ არსებობს, ვინ ჩაგაგდო მაგ დღეში? გირჩევნია, ის დამწყვდეული ბიჭები გამოუშვა, თორემ განკურნებას ვერ ეღირსებიო". მართლაც, გონს მოსვლისთანავე უბრძანებია დაჭერილთა გაშვება და განკურნებულა. ამბობენ, შემდგომში ეს კაცი ფარულად ეხმარებოდა ეკლესიასო...
22 იან
რა ფუნქცია აქვს ვებ გვერდს Ganakhleba.Ge-ს?!
უყურეთ ახალიკვირის რეპორტაჟს,გერმანიის მოქალაქის შესახებ, რომელიც საქართველოში, ქალაქ ბოლნისში ჩამოვიდა თავისი წინაპრების ნასახლარისმოსაძიებლად? ალექსანდრე გრაფი ეძებს საუკუნის წინანდელ მისამართს. ამ სიუჟეტში კარგად დავინახე ჩვენი ვებ გვერდისსაჭიროება მომავალში.წარმოვიდგინეჩვენი შვილები და შვილთაშვილები როგორ ეძებენ ჩვენსნასახლარებსდა მისამართებსაფხაზეთსა და სამაჩაბლოში. ეს უარეს შემთხვევაში, ვინაიდან მე იმედი მაქვს,რომ საუკუნე არ დასჭირდება ჩვენს დაბრუნებას. ჩვენ სწორი,მიზანმიმართული, შემრიგებლური, მართლმადიდებლური დამოკიდებულებით და სახალხო დიალოგის გზით დავბრუნდებით. და მაინც ასე იქნება ეს თუ ისე, ეს რუკა რომელიც განთავსებულია ვებ გვერდზე Ganakhleba.ge საჭირო და ისტორიულად მნიშვნელოვანია. ასე რომ ვისაც გსურთ თქვენი მისამართის შესახებ ინფორმაცია განათავსოთ გზამკვლევ რუკაზე დამიკავშირდით ტელეფონის ნომერზე 591 081 112 დადაგეხმარებით.თქვენთვის სასურველი ინფორმაციის დამუშავებასა და ვებ გვერდზე განთავსებაში. ვისაც შეგიძლიათ, გთხოვთაიღეთ პასუხისმგებლობა და შეადგინეთ თქვენი სოფლის,ქუჩის, უბნის რუკა და განათავსეთ ამავე ვებ გვერდზე მოცემულ რაიონულ ჯგუფში. ფოტოზე მოცემულიასოფელი განახლების (გულრიფშის რაიონი) რუკა, რომელიც შეადგინა განახლების მკვიდრმა თენგო ხაინდრავამ..2018 წელს.
30 დეკ
ერთად აღვადგინოთ "ჩატეხილი ხიდი"
"ამ ხიდზე მდგომს,კიდევ უფრო განმიახლდანოსტალგია და სურვილი გადამელახა საზღვარი და ჩავხუტებოდი ჩემს აფხაზეთს, გალს, ოჩამჩირეს და მშობლიურ ქალაქს სოხუმს,იქ სადაც ჩემი და შენი სახლია, ჩემი და შენი ქუჩაა, ჩემი და შენი ლაღი ბავშვობაა, ვახსენებ აფხაზებს,,რომ დიდი ხნის განშორების მიუხედავად ჩვენი ფესვები მაინც ძლიერია და ჩვენი კავშირი მშობლიურ მიწასთან არ შეწყვეტილა.. " ამბობს ნინო მირცხულავა ავტორი წიგნისა "მე სოხუმელი ვარ". რომელსაც ხალხმა უკვე უწოდა "მშვიდობის მტრედი". ეს ხიდი ჩატეხილი არ არის,მაგრამ ამ ხიდით მე ჩემს სახლში ვერ ვბრუნდები.... ჩემი წილი პასუხისმგებლობა ჩემი ქვეყნის წინაშე პროექტი "აქ ჩემი სახლია". ჩვენ ვალდებული ვართ ურთიერთობის დათბობაზე ვიზრუნოთ, შერიგება შესაძლებელია მხოლოდ ურთიერთპატივისცემის აღდგენით და იმ ურთიერთობის განახლებით,რომელი ურთიერთობაც გვქონდა იმ ავადსახსენებელ ომამდე... "კაცთაგან შეუძლებელი უფლისგან ყოველივე შესაძლებელ არს"... ამბობს პროექტი "აქ ჩემი სახლია" და ვებ გვერდის Ganakhleba.ge იდეის ავტორისვეტლანა ჩხვიმიანი. ეს ორი ქალბატონი გაერთიანდა "ჩატეხილი ხიდის" აღსადგენად. ისინი ცდილობენ "ერთად განაახლონ ისტორია"!!! შემოგვიერთდით ერთად აღვადგინოთ "ჩატეხილი ხიდი"!!! შემოგვიერთდით ვინც ჩვენსავით მზად ხართ დიალოგისთვის!!!
30 დეკ
მშვიდობის გზავნილი აფხაზეთს!
ჩემო ძვირფასო თანამემამულენო, ენგურის ხიდთან ვიდექი არა როგორც მწერალი,არამედ უბრალოდ სოხუმელი ნინო მირცხულავა ,ჩემს მშობლიურ ქალაქზე უსაზღვროდ შეყვარებული და ვინაიდან ახალი წელი ახლოვდება ჩემი სურვილი გავუგზავნე აფხაზეთს,მინდა რომ შერიგდნენ გულნატკენი ძმები ქართველები და აფხაზები და იმ ეროვნების ადამიანები რომელთაც სოხუმელი ერქვათ ,დაუბრუნდნენ თავიანთ სახლებს და გააგრძელონ ძველებურად მშვიდი თანაცხოვრება. ამ ხიდზე მდგომს,კიდევ უფრო განმიახლდანოსტალგია და სურვილი გადამელახა საზღვარი და ჩავხუტებოდი ჩემს აფხაზეთს, გალს, ოჩამჩირეს და მშობლიურ ქალაქს სოხუმს,იქ სადაც ჩემი და შენი სახლია, ჩემი და შენი ქუჩაა, ჩემი და შენი ლაღი ბავშვობაა, ვახსენებ აფხაზებს,,რომ დიდი ხნის განშორების მიუხედავად ჩვენი ფესვები მაინც ძლიერია და ჩვენი კავშირი მშობლიურ მიწასთან არ შეწყვეტილა.. ჰოდა, მომავალ წელს სოხუმში მეგობრებო. აფხაზეთი საქართველოა, მე სოხუმელი ვარ ჩვენ დავბრუნდებით! ავტორი ნინო მირცხულავა
25 დეკ
მეტი ინფორმაცია ბავშვებს
პროექტი "მასწავლებლები მშვიდობისათვის" არის ერთერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი ქართულ-აფხაზურ-ოსურ მხარეთა ურთიერთობების დათბობისთვის და ადამიანური ურთიერთობის აღდგენა-განახლებისთვის. სწორედ რომ ამ პროექტის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სკოლებში ტარდება ღია გაკვეთილები. სადაც მოზარდებს ვუყვებით ამბებს იმ ძველი ურთიერთობებიდან,რომელიც იყო კონფლიქტამდე. ასევე ვუყვებით სიკეთის იმ გამოვლინებების შესახებ, რომელი სიკეთის ჩადენასაც ახერხებდნენ იმ ჯოჯოხეთური კონფლიქტის დროს ორივე მხარე. მორიგი ღია გაკვეთილი ჩატარდა რუსთავში 21-ე საჯარო სკოლის მე-2 კლასელებთან. კლასისხელმძღვანელი დიანა ბერიძე. ღია გაკვეთილზე მოწვეული იყო შორენა გოროზია პროექტის "აქ ჩემი სახლია" ადმინისტრატორი, პროექტის "მასწავლებლები-მშვიდობისთვის" თანაავტორი და პროფესიით თვითონაც დაწყებითი კლასების მასწავლებელი,დევნილი აფხაზეთიდან, რომელმაც საკუთარ მხებზე იწვნია ომის სისასტიკე... შორენამ და ბავშვებმა ერთად მიმოიხილეს საქართველოს ყველა კუთხე და ასევე ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიები... მიუხედავად იმისა,რომ მან საკუთარ თავზე განიცადა უკიდურესი დევნა და დამცირება,მაინც იპოვა თავის თავში ძალა, რომ გაიაზროს,როგორ შეიყვანეს შეცდომაში ძმები და როგორ აღამართინეს ერთმანეთზე ხელი. ჩვენ არ გვაქვს უფლება ზიზღი და შუღი დავთესოთ მომავალ თაობაში, პირიქით სიკეთის მაგალითებით უნდა მოვახერხოთ იმ დიდი დაგროვილი ბოღმის დამსხვრევა და ადამიანური კეთილგანწყობის აღდგენა-განახლება!!! მასწავლებლებო ვინც ჩაატარებთ მსგავს ღია გაკვეთილს მოგვაწოდეთ ინფორმაცია "მასწავლებლები - მშვიდობისთვის"ავტორებს და ჩვენ დიდი სიხარულით მივიღებთ მონაწილეობას. ვებ გვერდის ადმინისტრაცია თანამშრომლობისთვის მადლობას უხდის რუსთავის 21-ე საჯარო სკოლის მე-2 კლასის დამრიგებელს დიანა ბერიძეს, დირექციას და პროექტის ადმინისტრატორს შორენა გოროზიას.
03 დეკ
შეზღუდული შესაძლებლობები თუ პირიქით შესაძლებლობები უსაზღვროდ?!
დღეს 3 დეკემბერია შშმ პირთა უფლებებისდაცვის საერთაშორისო დღე! ლოგიკურად ეს დღე უნდა მივულოცო ჩემს შშმ მეგობრებს?! რავიცი ,რავიცი... ეს ვებ გვერდი ganakhleba.ge შექმნილია ჩემი შშმ მეგობრების: მარი მირუაშვილის,თეა ბოლქვაძეს,სოფო ნაჭყებიას დაანა ნაზღაიძესმხარდაჭერით. ხოლო თვითონ პროექტი "აქ ჩემი სახლია" დგას შშმ პირის ლაშა მელაძეს მხრებზე. ეს რაც შეეხება კონკრეტულად ამ ერთ პროექტს,თორემ ეს ადამიანები თავიანთი საქმის პროფესიონალები არიან:თეა-ექიმიპარაოლიმპიელი სპორტსმენია მშვილდოსნობაში.სოფოც ექიმია, ანა ჟურნალისტია, ასევე შსს აკადემიის მიწვეული ლექტორი,მარი ხელოვანია ქსოვა-ქარგვა-სამკაულების დამზადება,ლაშაც ხელოვანია, მის ნახატებს თქვენ უკვე იცნობთ. რა მივულოცო დღეს ჩემს წარმატებულ შშმ მეგობრებს?! ვფიქრობ ყოველ დღე უფლისგან ბოძებულია, კარგი იქნება არცერთ დღეს არ ირღვეოდეს ჩვენი უფლებები და არ გვჭირდებოდეს ყოველ დღე იმ ბარიერების გადალახვა რასაც ვაწყდებით... ვფიქრობ შესაძლებლობებს საზღვარი არ გააჩნია და.... ჩვენ ხელიხელჩაკიდებულნი გადავლახავთ ყველა დაბრკოლებას და ვიხილავთ გაერთიანებულ საქართველოს. მიყვარხართ და მეიმედებით მეგობრებო. პატივისცემით პროექტის "აქ ჩემი სახლია" იდეის ავტორი სვეტლანა ჩხვიმიანი.
29 ნოე
კოჩარელების შეკრება
26 წლის წინ შავი 29 ნოემბერი გაუთენდა სოფელ კოჩარას. ამ მოვლენების დეტალები აღწერილი აქვს ბატონ მურმან კვარაცხელიას წიგნში "კოჩარის სისხლიანი ქრონიკები" და ბატონ ხუტა ვეკუას წიგნში "კოჩარა და კოჩარელები". ძნელია დაივიწყო ის სიმწარე რაც მაშინ და შემდგომაც გადაიტანა სოფელ კოჩარის მოსახლეობამ, ძნელია იმ ემოციების გახსენება და გადმოცემა,როცა ხედავ საკუთარ ოდა-ბადეს ცეცხლში გახვეულს და გესმის წივილ-კივილის-გუგუნ-გრუხუნის ხმა.... დღეს კოჩარელები ისევ ერთმუშტად გაერთიანდნენ პროექტში "აქ ჩემი სახლია". სიმბოლურადშეიკრიბნენ გმირთა მოედანზე, რათა პატივი მიაგონ ომს შეწირული ადამიანების ხსოვნას, მათი სპეტაკი სულების საოხად მღვდელმაავთანდილ მჭედლიანმა გადაიხადა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი. კიდევ ერთხელ მოეფერნენ კოჩარელები ერთმანეთს და მომავლის იმედით აღვსილებმა განაცხდეს,რომ ოდესღაც მაინც ოდესღაც მაინც აღორძინდებადა განახლდება სოფელი კოჩარა!!!
27 ნოე
მე სოხუმელი ვარ
სულ რაღაც ორი წელია რაც ჩემს უსაზღვრო მონატრებას სოხუმისადმი გადმოვცემ ლექსების, მოთხრობებისა თუ ჩანახატების სახით, ჩემი ყოველი მონათხრობი მთავრდება სიტყვებით,,ჩვენ დავბრუნდებით",რაც ძალიან გვინდა ყველას აგვისრულდეს,ვინაიდან ბევრი მკითხველი მყავს და ხალხმა ასე შემიყვარა გადავწყვიტე წიგნი დამებეჭდა საკუთარი ძალებით და სოხუმში გამეგზავნა, რომ შემეხსენებინა აფხაზი ხალხისთვის წარსული დროის ჩვენი კარგი ურთიერთობები და კვლავ გამეწოდებინა ხელი შერიგებისკენ, მიტევებისკენ, მეგობრობისკენ..წიგნი სოხუმშია.. შეკითხვაზე შენ მწერალი ხარ?პოეტი ხარ? ნოველისტი ხარ? ამაზე ბევრს ვიცინი და ვპასუხობ -,არა,მე არც პოეტი ვარ და არც მწერალი, უბრალოდ ჩემს მშობლიურ სოხუმზე შეყვარებული ადამიანი ვარ. როცა ნოსტალგია მომაწვა და პირველი ლექსი დავწერე ,,მომენატრა ისევ შენი გაზაფხული'", უამრავი ადამიანი გამომეხმაურა, რაც ნათლად აისახა კომენტარებში,ერთ-ერთი მათგანი იყო ქ-ნი ნაირა მარშანია აფხაზეთის მწერალთა კავშირის ხელმძღვანელი ვინც გამომეხმაურა, -ხომ არ გინდათ წიგნს ვუშვებ და შენი ლექსებიც შევიტანოო,? რა თქმა უნდა ჩემი პასუხი იყო არა... იცით ყველაზე მეტად რა მახარებს? აფხაზეთის სიყვარულში ბევრნი ვართ მიუხედავად სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებისა . ყოველი ჩემი დილა სოხუმით იწყება,ყოველი ჩემი.სპონტანურად ტელეფონზე აკრეფილი სიტყვები ჩემი ცრემლებია. მინდა აღვნიშნო ის ფაქტიც რომ ბოლო დროის ჩემი ყველაზე პოპულარული მოთხრობა ,,დაკარგული სიყვარულით (ანუ ომის მიერ შთანთქმული) მინდა იმედის ნაპერწკალი ჩავუნერგო უგზო უკვალოდ დაკარგული ოჯახის წევრებს, ამიტომაც მთავრდება ამ მოთხრობის ყველა თავი ვინ იცის, ვინ იცის, ვინ იცის სიტყვებით. იმედი ყოველთვის არსებოს!. განსაკუთრებით გული მებზარება როცა სოციალურ ქსელში ვგებულიბ ინფორმაციას ,,კიდევ ერთმა სოხუმელმა დაგვტოვა ", სწორედ მალხაზ მირცხულავას უეცარმა გარდაცვალებამ დამაწერინა ჩანახატი ,,,კიდევ ერთმა სოხუმელმა დაგვტოვა"..,სადაც მინდა ვაუწყო საზოგადოებას რომ ცხოვრება გრძელდება, ჩვენ თუ არა ჩვენი შთამომავალნი მაინც დაბრუნდებიან.. ,, მოგზაურობა წარსულში,, ჩემი მეორე მოთხრობა ასახავს ჩემი ბავშვობის დროინდელ1970-1980 წლების სოხუმს სადაც მე ჩემს მეგობარ შარიქასთან ერთად დავდივარ სოხუმის ქუჩებში .ამ მოთხრობით მინდა ვთქვა, რომ დიდი ხნის განშორების მიუხედავად ჩვენი ფესვები მაინც ძლიერია და ჩვენი კავშირი მშობლიურ მიწასთან არ შეწყვეტილა. და ბოლოს ჩემი მთავარი მიზანი იცით რა არის? რომ ვწერო რაც შეიძლება მეტი და მცირედი წვლილი შევიტანო ქართველ-აფხაზთა ურთიერთობის დათბობის საკითხში. და კიდევ ჩემთვის ყველაზე დიდი ჯილდო იცით რა არის? ხალხს რომ ვუყვარვარ, დიდი მადლობა ჩემს მკითხველებს , განსაკუთრებით ემიგრანტებს, მათ ვინც დღეს ჩემს საღამოზე მობრძანდებით და ვინც ვერ მოდიხართ გარკვეული მიზეზის გამო.. მე თქვენ ყველანი ძალიან მიყვარხართ , ნინო არ შეჩერდება, ნინო აგრძელებს წიგნის მეორე ნაწილზე მუშაობას... ვიცი ჩემი პატარა ნაპერწკალი კოცონს დანთებს და ჩვენ დავბრუნდებით..მოკლედ შეხვედრამდე! წერს ქალბატონი ნინო საკუთარ ფეისბუქ გვერდზე პროექტი "აქ ჩემი სახლია" და ვებ გვერდი Ganakhleba.Ge სრულად იზიარებს ქალმატონი ნინოს პათოსს, დიახ ჩვენ ვმუშაობთ ურთიერთობის დათბობაზე, დიახ ნაპერწკლიდან უნდა დავანთოთ კოცონი...
05 ნოე
შორენა გოროზია და პროექტი "აქ ჩემი სახლია"
ეს არის ვებ გვერდი,რომელიც შექმნილია იმ მიზნით, რომ საქართველოსოკუპირებული კუთხეებიდან დევნილმა მოსახლეობამ ერთად განაახლოს ისტორია. თავის მხრივ ეს პროექტი 2 წლის ხდება და ამ ვებ გვერდის შექმნასაც თავისთავად საკუთარი ისტორია აქვს. ასე დავიწყებ თითოეულიმოგონებისშესავალს. როდესაც გადავწყვიტე შემეკრიბა და გამეერთიანებინა ჩემი თანასოფლელები, შევქმენი ფეისბუქ ჯგუფი განახლება, პირველი ვისაც დავუკავშირდი ეს იყო შორენა გოროზია. ჩვენ თანასოფლელები ვართ და ერთ სკოლაში ვსწავლობდით, მაგრამ არც იქ არც აქ დიდი ურთიერთობა არ გვქონია. დაახლოებით 12წლის წინ ერთ-ერთსოციალურ ქსელში გამოვეხმაურეთ ერთმანეთს, მაშინ ის გასათხოვარი იყო მე კი მეორე შვილს ველოდებოდი.ხანმოკლე მიმოწერის შემდეგ მე გავქრი იმ სოციალურ ქსელიდან. პროექტის ამოქმედებამდე ერთი წლითადრე დამიმატა ფეისბუქ მეგობრებში, დავეთანხმე, სულ ეს იყო.(ხომ ხდება,ხოლმე ვეთანხმებით მეგობრობას,მაგრამ არანაირი მიმოწერა არ გვაქვს.) რატომ აღვწერე დეტალურად ეს ყველაფერი?! _იმიტომ,რომ 2018 წლის 25 იანვარს შორენას ყოველგვარი მოკითხვის გარეშე ტელეფონის ნომერი ვთხოვე, დავურეკე და ვუთხარი მე ვიწყებ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს, ჩვენი სოფელი უნდა შევკრიბოთ, ეს დიდი საქმის დასაწყისია, ოღონდ ძალიან საფრთხილო, შეიძლება უფრსკულში გადავვარდეთ ორივე და მომყვები ამ საქმეში მეთქი?! - დეტალები არ ამიხსნია. შორენას პასუხი: "თუ ეს ჩემს სოფელს სიკეთეს მოუტანს ორივე ხელი ამიწევია, მოგყვები და სადაც შენ გადავარდები იქ მეც გადმოგყვებიო"... წამომყვა და ახლაც ჩემთან ერთად დადის დანის პირზე... ბევრი ბრძოლა გადავიტანეთ ერთად, ბევრი ტკბილი დღეები,თუმცა მძიმე დღეები და უძილო ღამეები მეტი გვქონდა, ბევრი გვყავდა მტრობის და შუღლის ჩამომგდები და ჩვენი ერთობის გახლეჩის მოსურნე.... ახლა ყველაზე მთავარი უნდა ვთქვასაჯაროდ: შეიძლება ბევრს ვაწყენინე ამ პროექტის მსვლელობის დროს,დარწმუნებული ვარ უნებლიედ,თორემ შეგნებულად არავის წყენინება არ გამივლია აზრად.... მაგრამ აი შორენასთან და ლაშასთან კი ვსცოდავ, რადგან ყველა წვრილმანი ნიუანსიც კი განიხილებოდა მათთან ერთად და მუდმივად აზრთა სხვადასხვაობა და აზრთა ჭიდილი გვქონდა, გაცეცხლებული რომ დავურეკავდი ტელეფონს შორს დაიჭერდა და დამაცდიდა ემოციების ვულკანივით ამოფრქვევას ... ლაშა მელაძე კი მეტყოდა მიდი ახლა მე მეჩხუბე, კარგად მეჩხუბე დამშვიდად გადი ლაივში, არავინ შეგატყოს ნერვიულობაო. მართლა არ ვიცი რამ გააძლებინა ამ გოგოს ჩემთან. ალბათ იმ დიდმა საქმემ, რომელსაც ჩვენ მოვეჭიდეთ ცარიელი ხელებით და სრულიად გამოუცდელები, მადლობა უფალს,რომ მართალი გზითგვატარა... საჯაროდ შენდობას გთხოვ შორე და ზუსტად ვიცი ისევ ისე კინკლაობითგავაგრძელებთდა მივიყვანთბოლომდე ჩვენს ჩანაფიქრს... კიდევ ბევრი რამ შემიძლია დავწერო შენს სიკეთეზე, ამ პროექტისთვის გატარებულ უძილო ღამეებზე, შენს პატრიოტულ სულისკვეთებაზე, შენს გოროზობაზე, შენს გულწრფელობაზე და ბავშვურ ხასიათზე, შენს სისპეტაკეზე, მეგობრის გატანაზე და ა.შ... მაგრამ ზოგი რამ მომავლისთვისაც დავიტოვოთ. მადლობა, რომ მყავხარ! პროექტის "აქ ჩემი სახლია" იდეის ავტორი და ვებ გვერდისGakhleba.Geადმინისტრატორისვეტლანა ჩხვიმიანი ეს ჩვენი პროექტის ისტორიაა. გაგრძელება იქნება...
04 ნოე
როგორ შეიქმნა www.ganakhleba.ge
ეს არის ვებ გვერდი,რომელიც შექმნილია იმ მიზნით, რომ საქართველოსოკუპირებული კუთხეებიდან დევნილმა მოსახლეობამ ერთად განაახლოს ისტორია. თავის მხრივ ეს პროექტი 2 წლის ხდება და ამ ვებ გვერდის შექმნასაც თავისთავად საკუთარი ისტორია აქვს. ორი თვის მანძილზე ვეძებდი კომპანიას რომელიც შექმნიდა ვებ გვერდს. მე მქონდა მხოლოდ იდეა,რომელსაც გადმოვცემდი სიტყვით,კომპანიებში კი ითხოვდნენ მე დამეწერა პროექტი ყველა ნიუანსის გათვალისწინებით. მე კი ეს არ შემეძლო,რადგან პარალელურად მეორე იდეის განხორციელებაზე ვმუშაობდი, ეს იყო დოკუმენტური ფილმი"დაუკარგავი იმედი". ერთ დღეს მახათას ღვთისმშობლისადმი ლოცვის დროს მომაფიქრდა; ნეტა ვინ დაწერა ვებ გვერდი www. iveriisa.ge?! ასე მიმიყვანა ღვთისმშობელმა კომპანია coolgroup-ის დამფუძნებელთან ნიკო გოგოლაძესთან. რომელთანაც მივედი თაბახის ფურცელზე მონიშნული იდეით.(აქვე უნდა ავღნიშნო რომ არ მქონდაფული,რომელიც აუცილებელი პირობა იყო,რომ კომპანიას აეღო შეკვეთა). იმ ფურცელს დახედა ბატონმა ნიკომ და თქვა ეს ძალიან საინტერესო თემაა და პირად კონტროლზე ავიყვან ამ შეკვეთასო. სამ დღეში მზად იყო ვებ გვერდის დიზაინი და გეგმა.... შემგედ გამოვუტყდი,რომ არცერთი თეთრი არ გამაჩნდა, რომ შეკვეთის შესრულებისთვის გადამეხადა. მიუხედავ ამისა შეკვეთა არ გააუქმა და კომპანიის ბუღალტერს ვებ გვერდისსაფასური 10 თვეზე გადაანაწილებინა... 2018 წლის 31 იანვარს დავასრულეთ ვებ გვერდის გადასახადის გადახდა თვეში ვიხდიდით 1500 ლარს და თუ საიდან მოვიტანე ეს თანხა,ამავე ვებ გვერდზე არის აღნიშნული ჩვენი გუნდი და იხილეთ ადამიანები რომლთა შემოწირულობითაც მოხერხდა ამ საშვილიშვილოდ მნიშვნელოვანი საიტისთვის თანხის მობილიზება. საიტი კი შეიქმნა, მაგრამ ამით საქმე კი არ დასრულებულა, პირიქით ეს მხოლოდ დასაწყისი იყო... საიტს ახლაც სჭირდება ტექნიკური უზრუნველყოფა, მოწოდებული ინფორმაციის დამუშავება-განთავსება-გამოტანა და ა.შ. მე იგივე პრინციპით(თითო ლარის თხოვნით) ვერ გავაგრძელე თანხის მობილიზება, ვერც დონორი ორგანიზაციები ვიპოვე.(სხვათაშორის ახლაც ვეძებთ) მიუხედავად იმისა პროექტის არსი და მნიშვნელობა ყველას მოსწონს... საიტი არ არის კომერციაზე გათვლილი შესაბამისად ვერც რეკლამებითმოვიზიდავთთანხებს. ბევრი რომ არ გავაგრძელო ისევ ნიკამ აიღო თავის თავზე ამ საიტის განვითარების საკითხი და 2019 წლის 1 იანვრიდან დღემდე კომპანია coolgroup-ი და უშუალოდ ამ კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი ნიკო გოგოლაძესრულიად უანგაროდ აგრძელებს ამ საიტის განვითარებას. ხშირად ხუმრობით ვეუბნები შენი თავი ღვთისმშობელმა გამომიგზავნა თქო.(უფრო სწორად ნიკა აღიქვამს ხუმრობად მე კი გულწრფელად ასე ვფიქრობ) ფოტო გადაღებულია 2018 წლის 27 სექტემბერს პროექტის პირველი პრეზენტაციის დღეს სამების საკატედრო ტაძრის ეზოში. ზუსტად მახსოვს რაზე ვსაუბრობთ აქ. მიუხედავად იმისა,რომ დიდი პრობლემა გვქონდა, დარბაზის ტექნიკურად გამართვა ვისაც ევალებოდა არ გამოცხადდა და ასე ვთქვათ პრეზენტაცია ჩაშლის პირას იყო. სულაც არ მეტყობა მღელვარება, ვინაიდან ნიკას მრავალმხრივი ცოდნის და უნარის იმედი მქონდა. ნიკოს დახმარებითყველაფერი გამოგვივიდა კიდეც, ახლა ეს დღე ღიმილით მახსენდება, არადა რომ იცოდეთ რამდენი ნერვიულობა გადავიტანე მანამ სანამ ამ პროექტს თქვენამდე მოვიტანდი... ყველა შეხვედრასა თუ პრეზენტაციაზე ხელს გვიწყობს, ასევე სრულიად უსასყიდლოდ გვემსახურება მისი კომპანიის ოფისი. მოკლედ რაღა ბევრი გავაგრძელო და თუ ვინმეს ეკუთვნის მადლობა ჩემგან და მადლიერი საზოგადოებისგან ეკუთვნისკომპანია coolgroup-ის დამფუძნებელს და დირექტორს ნიკო გოგოლაძეს ტექსტის ავტორი: პროექტის "აქ ჩემი სახლია" იდეის ავტორი და ვებ გვერდის Gakhleba.Geადმინისტრატორი სვეტლანა ჩხვიმიანი ეს ჩვენი პროექტის ისტორიაა. გაგრძელება იქნება...