კოჩარელების შეკრება

29 ნოე 2019

26 წლის წინ შავი 29 ნოემბერი გაუთენდა  სოფელ კოჩარას. 

ამ მოვლენების  დეტალები აღწერილი აქვს ბატონ მურმან კვარაცხელიას  წიგნში "კოჩარის სისხლიანი ქრონიკები" და ბატონ ხუტა ვეკუას  წიგნში "კოჩარა და კოჩარელები". 

ძნელია დაივიწყო ის სიმწარე რაც მაშინ  და შემდგომაც გადაიტანა  სოფელ კოჩარის მოსახლეობამ, ძნელია იმ ემოციების გახსენება და გადმოცემა,როცა ხედავ საკუთარ ოდა-ბადეს  ცეცხლში გახვეულს და გესმის  წივილ-კივილის-გუგუნ-გრუხუნის ხმა.... 

დღეს კოჩარელები  ისევ ერთ მუშტად   გაერთიანდნენ პროექტში  "აქ ჩემი სახლია". სიმბოლურად  შეიკრიბნენ გმირთა მოედანზე, რათა პატივი მიაგონ ომს შეწირული ადამიანების ხსოვნას, მათი სპეტაკი სულების საოხად  მღვდელმა ავთანდილ მჭედლიანმა გადაიხადა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი. 

კიდევ ერთხელ მოეფერნენ კოჩარელები  ერთმანეთს და მომავლის იმედით აღვსილებმა განაცხდეს,რომ ოდესღაც მაინც ოდესღაც მაინც  აღორძინდება და განახლდება  სოფელი კოჩარა!!!