მშვიდობის გზავნილი აფხაზეთს!

30 დეკ 2019

 

ჩემო ძვირფასო თანამემამულენო,
ენგურის ხიდთან ვიდექი არა როგორც მწერალი,არამედ უბრალოდ სოხუმელი ნინო მირცხულავა ,ჩემს მშობლიურ ქალაქზე უსაზღვროდ შეყვარებული და ვინაიდან ახალი წელი ახლოვდება ჩემი სურვილი გავუგზავნე აფხაზეთს,მინდა რომ შერიგდნენ გულნატკენი ძმები ქართველები და აფხაზები და იმ ეროვნების ადამიანები რომელთაც სოხუმელი ერქვათ ,დაუბრუნდნენ თავიანთ სახლებს და გააგრძელონ ძველებურად მშვიდი თანაცხოვრება.
ამ ხიდზე მდგომს,კიდევ უფრო განმიახლდა ნოსტალგია და სურვილი გადამელახა საზღვარი და ჩავხუტებოდი ჩემს აფხაზეთს, გალს, ოჩამჩირეს და მშობლიურ ქალაქს სოხუმს,იქ სადაც ჩემი და შენი სახლია, ჩემი და შენი ქუჩაა, ჩემი და შენი ლაღი ბავშვობაა, ვახსენებ აფხაზებს,,რომ დიდი ხნის განშორების მიუხედავად ჩვენი ფესვები მაინც ძლიერია და ჩვენი კავშირი მშობლიურ მიწასთან არ შეწყვეტილა..
ჰოდა, მომავალ წელს სოხუმში მეგობრებო.
აფხაზეთი საქართველოა,
მე სოხუმელი ვარ
ჩვენ დავბრუნდებით!   

ავტორი ნინო მირცხულავა