ნინო ქართველთა განმანათლებელი.

01 ივნ 2020

ქართველთა განმანათლებელი ქალია. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ეს ერთადერთი შემთხვევაა მსოფლიოს ქრისტიანული ქვეყნების ისტორიაში.

მოციქულთა მოღვაწეობის შემდგომ, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში, ქრისტიანობა კვლავ ვრცელდებოდა მოგზაურთა თუ სხვათა მეშვეობით. IV საუკუნემდე, როგორც დასავლეთ ისე აღმოსავლეთ საქართველოში არსებობდა ე. წ. ქრისტიანული თემები, ისინი ფარული სახით არსებობდნენ.  სახელმწიფო ხელისუფალნი და მათი ქვეშევრდომნი ისევ წარმართ კერპებს აღმერთებდნენ, თუმცა, როგორც წყაროებით ირკვევა, ქრისტიანული თემები გარკვეულ გავლენას ახდენდნენ წარმართულ მოსახლეობაზე და თვით სამეფო ხელისუფლებაზეც.   

მესამე საუკუნის შუახანებში, მეფე რევ მართალმა აკრძალა არმაზის კერპისათვის ჩვილ ბავშვთა შეწირვა. მეფის ამ გადაწყვეტილებას წარ¬მართი მოსახლეობა კმაყოფილებით შეხვედრია. როგორც ჩანს, სახარებისეულმა ქადაგებამ წარმართი მოსახლეობა ახალი სარწმუნოების მისაღებად მოამზადა. თვით წარმართი მეფის, რევის ზეწოდება "მართალი" ქრისტიანულია და იგი ჭეშმარიტების მაძიებელს ნიშნავს. ეს ისტორიული ფაქტი მაფიქრებინებს, რომ სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებისთვის უფალი ნელ-ნელა ამზადებდა ნიადაგს.

 რომის კეისრის დევნის (ამ სიტყვას საკრალური მნიშვნელობა აქვს ჩემთვის)  გამო, წმინდა ნინო, რიფსიმეს, გაიანესა და ორმოცდაათ სულიერ დასთან ერთად სომხეთის ქვეყანაში გადაიხვეწა. დევნილები სომხეთის წარმართი მეფის თრდატის ბრძანებით სიკვდილით დასაჯეს. ნინო კი სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს. 

ეკალ-ბარდებში დამალულმა წმინდანმა იხილა "ზეცით სამოსლის მსგავსად ჩამომავალი დიაკონი ოლარით", რომელმაც წმინდა ნინოს აცნობა: "ხვიდოდე აღმოსავლეთით, სადა იგი არს სამკალი ფრიად და მუშაკი ყოვლადვე, არ არიან". 

 გამოცხადების შემდეგ წმ. ნინო გაემართა აღმოსავლეთით და "მოაწია მთათა ჯავახეთისათა", სადაც მან ორი დღე დაჰყო. სწორედ აქ, ფარავნის ტბასთან მწყემსებისაგან წმინდა ნინომ შეიტყო, თუ სად მდებარეობდა მისთვის საოცნებო ქალაქი მცხეთა, სადაც უფლის კვართი იყო დაფლული. ტბა ფარავანთან ძილის დროს წმ. ნინოს გამოეცხადა კაცი, რომელსაც თმა წელამდე ეყარა და მას გადასცა "წიგნი დაბეჭდული". გამოცხადების შემდეგ წმინდა ნინომ წაიკითხა წიგნი, რომელიც იწყებოდა სახარებისეული სიტყვებით: "წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელსცემდით მათ სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა და აჰა ესერა მე თქვენთანა ვარ, ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა".(რა ვქნა,როცა პირდაპირ მკარნახობს უფალი ყოველ ნაბიჯს, ვფიქრობ გავამხილო არ გავამხილო?! თუ ავღნიშნავ ამას სულელს მიწოდებენ, უკეთეს შემთხვევაში ხიბლში მყოფს?! თუმცა ეს სულაც არ არის ჩემი სადარდებელი, მინდობილი ვარ უფალს და მან უკეთ იცის სად რა ვთქვა) ამ სიტყვებით გამხნევებული წმინდა ნინო მცხეთისაკენ გაემართა, წამოჰყვა მდინარე მტკვარს და სავარაუდოდ, გამოიარა ახალქალაქი, ხერთვისი, ასპინძა, ახალციხე. მოგზაურობის დროს მან ბევრი შიში და შიმშილი დაითმინა. 

 წმ. ნინომ ღვთის შეწევნით დაამსხვრია მცხეთის კერპები. მეფე, მისი ოჯახი და ხალხი შიშმა შეიპყრო. ამიერიდან, ღვთის ძალით, როგორც წყარო გადმოგვცემს, "ქება-დიდება ქრისტესი არღარა ფარულად ითქმოდა ქართლსა შინა, რამეთუ მადლისა ღმრთისასა ეწყო მიფენად აღმოსავლეთს". 

ამ პატარა ჩანახატში ახალი არაფერი თქმულა, პირიქით ეს ყოველივე ზედმიწევნით კარგად იცით. სწორედ ამიტომ გავკადნიერდები და გეტყვით, წმინდა ნინო პატარა გოგონა,უფლის შეწევნით ახერხებს ქართლის მოქცევას ქრისტიანულ სარწმუნოებაზე.  

რატომ არ შეიძლება,რომ ამხელა სამაგალითო ისტორიის მქონე ერმა შეძლოს და მოახერხოს უფლის დიდებით  საქართველოს გაერთიანება და ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება?  

როგორც მემატიანე აღნიშნავს ხალხში იყო ქრისტიანობა გავრცელებული და მხოლოდ ხელისუფლებისგან სჭირდებოდა დამოწმება ქრისტეს სჯულს.  იქნებ ეს პროექტი რომელსაც ვებ გვერდი www.ganakhleba.ge  გთავაზობთ, სწორედ ის მოსამზადებელი  მოძრაობაა,რომელიც  ხელისუფლებისთვის გახდება საფუძველი ძირეული მოქმედებისა?!