პეტიცია გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძაღვანელობის მიმართ

25 ივლ 2019

 

გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემა "Weltspiegel" -ში (მსოფლიოს სარკე) გასული  სიუჟეტის  გამო სადაც დამახინჯებულია საქართველოს ისტორია. კერძოდ, სიუჟეტის ავტორი გვეუბნება, რომ

  1. აფხაზეთი საბჭოთა დროის შემდეგ მიეკუთვნა საქართველოს
  2. ისევ საქართველოს შემადგენლობაში ყოფნა ვერცერთ აფხაზს წარმოუდგენია
  3. სტალინმა მიიღო მძიმე გადაწყვეტილება: აფხაზეთი მიაკუთვნა საქართველოს.

 

Manina Döring from Heidelberg შექმნა     პეტიცია.

   (გადასასვლელი ლინკი)

ვებ გვერდი Ganakhleba.ge-ს ადმინისტრაცია    ეთანხმება  პეტიციას და  თვლის, რომ ვინაიდან მხოლოდ აფხაზეთიდან 250 000 ადამიანზე მეტია  იძულებით გამოძევებული შესაბამისად პეტიციასაც იმავე რაოდენობის ადამიანი უნდა აწერდეს ხელს!!!  

ამ პროპაგანდისტული სიუჟეტის  შემდეგ კიდევ უფრო მძაფრად  ვგრძნობთ პროექტის  "აქ ჩემი სახლია" და ვებ გვერდის Ganakhleba.Ge არსებობის მნიშვნელობას, ვინაიდან ამ ვებ გვერდზე განთავსებულია რუკა  (რუკაზე გადასვლა)სადაც ჩვენ  მონიშნული გვაქვს ჩვენი სახლი თუ ნასახლარი, ჩვენი ფუძე, ჩვენი იურიდიული მისამართი და  ხმამაღლა მსოფლიოს გასაგონად ვამბობთ ერთ ჭეშმარიტებას "აქ ჩემი სახლია". 

თუ დიდი ყურადღება მიექცევა ამ ვებ გვერდის განვითარებას სამომავლოს პეტიცია არ იქნება საჭირო, პირდაპირ დოკუმენტური მასალით უპასუხებს საიტი მსგავს პროპაგანდისტულ სიუჟეტებს.  

ჩვენ ვთვლით, რომ საინფორმაციო ომი გვაქვს მოსაგები.

 

გთხოვთ გაავრცელოთ პეტიცია და თქვენი შეშფოთების შემთხვევაში  შეავსეთ პეტიცია (რომელიც სპეციალურად თქვენთვის ითარგმნა ქართულ ენაზე). 

პეტიციის გვერდზე გადასვლა

 

აქვე გთავაზოთ სიუჟეტს ქართული ტიტრებით.(რომლის თარგმნაზეც იზრუნა პეტიციის ავტორმა).  

ასევე გთავაზობთ  პეტიციის შევსების ინსტრუქციას