როგორ შეიქმნა www.ganakhleba.ge

04 ნოე 2019

ეს არის ვებ გვერდი,რომელიც შექმნილია იმ მიზნით, რომ საქართველოს  ოკუპირებული  კუთხეებიდან დევნილმა მოსახლეობამ ერთად განაახლოს ისტორია. 

თავის მხრივ ეს პროექტი 2 წლის ხდება და ამ ვებ გვერდის შექმნასაც  თავისთავად  საკუთარი ისტორია აქვს. 

ორი თვის მანძილზე ვეძებდი  კომპანიას რომელიც  შექმნიდა ვებ გვერდს. მე მქონდა მხოლოდ იდეა,რომელსაც გადმოვცემდი სიტყვით,კომპანიებში კი ითხოვდნენ მე დამეწერა პროექტი ყველა ნიუანსის გათვალისწინებით. მე კი ეს არ შემეძლო,რადგან პარალელურად  მეორე იდეის განხორციელებაზე ვმუშაობდი, ეს იყო დოკუმენტური ფილმი "დაუკარგავი იმედი".   

ერთ დღეს მახათას ღვთისმშობლისადმი ლოცვის დროს მომაფიქრდა; ნეტა ვინ დაწერა ვებ გვერდი www. iveriisa.ge?! 

ასე მიმიყვანა ღვთისმშობელმა კომპანია coolgroup-ის დამფუძნებელთან ნიკო გოგოლაძესთან. რომელთანაც მივედი თაბახის ფურცელზე მონიშნული იდეით.(აქვე უნდა ავღნიშნო რომ არ მქონდა  ფული,რომელიც აუცილებელი პირობა იყო,რომ კომპანიას აეღო შეკვეთა). 

იმ ფურცელს დახედა  ბატონმა ნიკომ და თქვა ეს ძალიან საინტერესო თემაა და პირად კონტროლზე ავიყვან  ამ შეკვეთასო. სამ დღეში მზად იყო ვებ გვერდის დიზაინი და გეგმა.... 

შემგედ  გამოვუტყდი,რომ არცერთი თეთრი არ გამაჩნდა, რომ შეკვეთის შესრულებისთვის გადამეხადა. მიუხედავ ამისა შეკვეთა არ გააუქმა და კომპანიის  ბუღალტერს  ვებ გვერდის  საფასური 10 თვეზე გადაანაწილებინა... 

2018 წლის 31 იანვარს დავასრულეთ ვებ გვერდის გადასახადის გადახდა თვეში ვიხდიდით 1500 ლარს და თუ საიდან მოვიტანე ეს თანხა,ამავე ვებ გვერდზე არის აღნიშნული ჩვენი გუნდი და იხილეთ ადამიანები რომლთა შემოწირულობითაც მოხერხდა ამ საშვილიშვილოდ მნიშვნელოვანი საიტისთვის თანხის მობილიზება.  

საიტი კი შეიქმნა, მაგრამ ამით საქმე კი არ დასრულებულა, პირიქით  ეს მხოლოდ დასაწყისი იყო... საიტს ახლაც სჭირდება ტექნიკური უზრუნველყოფა, მოწოდებული ინფორმაციის  დამუშავება-განთავსება-გამოტანა და ა.შ. 

მე იგივე  პრინციპით(თითო ლარის თხოვნით)  ვერ გავაგრძელე თანხის მობილიზება, ვერც  დონორი ორგანიზაციები ვიპოვე.(სხვათაშორის ახლაც ვეძებთ) მიუხედავად იმისა პროექტის არსი და მნიშვნელობა ყველას მოსწონს... 

საიტი არ არის კომერციაზე გათვლილი შესაბამისად ვერც რეკლამებით მოვიზიდავთ  თანხებს. 

ბევრი რომ არ გავაგრძელო ისევ ნიკამ  აიღო თავის თავზე  ამ საიტის განვითარების საკითხი  

 და 2019 წლის 1 იანვრიდან დღემდე  კომპანია coolgroup-ი და უშუალოდ  ამ კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი ნიკო გოგოლაძე  სრულიად  უანგაროდ  აგრძელებს ამ საიტის განვითარებას. ხშირად ხუმრობით ვეუბნები შენი თავი ღვთისმშობელმა გამომიგზავნა თქო.(უფრო სწორად ნიკა აღიქვამს ხუმრობად მე კი გულწრფელად  ასე ვფიქრობ) 

ფოტო გადაღებულია  2018 წლის 27 სექტემბერს  პროექტის პირველი პრეზენტაციის დღეს სამების საკატედრო ტაძრის ეზოში. ზუსტად მახსოვს რაზე ვსაუბრობთ აქ. მიუხედავად იმისა,რომ  დიდი პრობლემა გვქონდა, დარბაზის ტექნიკურად გამართვა ვისაც ევალებოდა არ გამოცხადდა და ასე ვთქვათ პრეზენტაცია ჩაშლის პირას იყო. სულაც არ მეტყობა მღელვარება, ვინაიდან  ნიკას მრავალმხრივი ცოდნის და უნარის იმედი მქონდა. 

ნიკოს  დახმარებით ყველაფერი გამოგვივიდა კიდეც, ახლა ეს დღე ღიმილით  მახსენდება, არადა რომ იცოდეთ რამდენი ნერვიულობა გადავიტანე მანამ სანამ ამ პროექტს თქვენამდე მოვიტანდი... 

ყველა შეხვედრასა თუ პრეზენტაციაზე ხელს გვიწყობს, ასევე სრულიად უსასყიდლოდ გვემსახურება მისი კომპანიის ოფისი.  

მოკლედ  რაღა ბევრი გავაგრძელო და თუ ვინმეს ეკუთვნის მადლობა ჩემგან და მადლიერი საზოგადოებისგან ეკუთვნის  კომპანია coolgroup-ის  დამფუძნებელს და დირექტორს ნიკო გოგოლაძეს 

ტექსტის ავტორი: პროექტის "აქ ჩემი სახლია"   იდეის ავტორი და ვებ გვერდის  Gakhleba.Ge  ადმინისტრატორი სვეტლანა ჩხვიმიანი 

ეს ჩვენი პროექტის ისტორიაა. 

გაგრძელება იქნება...