ამბულატორის შენობაში პირველ სართულზე მარჯვნივ მდებარეობდა ფოსტა, მარცხნივ აფთიაქი. 

მეორე სართულზე მთლიანად ამბულატორია იყო. 

პირველი  ფოტო გადაღებულია ამბულატორიის ეზოში, ფონზე მოსჩანს განახლების მაღაზია. ფოტოზე აღბეჭდილი არიან   კესიანი ალვარდი, ნარგიზა ონიანი, დარეჯან ყოლბაია,  დოდო კვარაცხელია და ლიანა გვასალია.

მეორე ფოტოზე  წარმოდგენილია ბატონი ნუგზარ ვეკუა, ამბულატორიის გამგე და მისი მეუღლე ნარგიზა ონიანი (სტომატოლოგი). 

 გარდა ამისა  თანამშრომლები  იყვნენ: ფერშალი ლიანა გვასალია. ექთნები: კვაშილავა მარინა, ბაძაღუა ნინო, სანაია ზინაიდა, რაფავა მზია, მსხალაია დუდანა, ტყებუჩავა ვალოდია, თოლორდავა ვენერა. 

მესამე ფოტოზე წარმოდგენილია შეხვედრა 26 წლის შემდეგ, პროექტში ექიმები- მშვიდობისათვის.

ეს შეხვედრა შედგა საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის დარბაზში,სადაც გაერთიანდნენ სამედიცინო მუშაკები- მშვიდობისთვის, მათ განაახლეს 26 წლის წინ შეწყვეტილი  ურთიერთობა და ჩაერთვნენ პროექტში  "ერთად განვაახლოთ ისტორია". 

ინფორმაციაზე  პასუხისმგებელია Ganakhleba.Ge

რუკაზე ნახვასრული სტატია