აგებულია  მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში, სოხუმის მაზრის უფროსის  პოლკოვნიკ გეიმანის  ინიციატივით.

1884 წელს აკურთხა  ქართველმა მღვდელთმთავარმა ალექსანდრე ნეველის სახელზე.  

1898 წლის 25 იანვარს სოხუმის ეპისკოპოსმა არსენმა (იზოტოვი) დიაკვნად აკურთხა, ამავე წლის 1 თებერვალს მღვდლად დაასხა ხელი და სოხუმის წმ. ალექსანდრე ნეველის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურად განამწესა. მიხეილ იაკობის ძე გვაზავა.

1922 წელს უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ამბროსის ლოცვა-კურთხევით   სოხუმის საკათედრო ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა  მღვდელი სიმონ გიგინეიშვილი (შემდგომში მიტროპოლიტი ანტონი). 

მას შემდეგაც, რაც XIX საუკუნეში რუსეთმა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია გააუქმა, ცხუმ-აფხაზეთის საეპისკოპოსო კათედრაზე ქართველი მღვდელმთავრები მოღვაწეობდნენ. მათ შორის იყვნენ აწ უკვე წმინდანად შერაცხულნი გაბრიელ ქიქოძე და ალექსანდრე ოქროპირიძე.

თერთმეტი წლის განმავლობაში ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიას სათავეში ედგა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II.

აფხაზეთის ომის დაწყებიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ მიტროპოლიტი დავითი (ჭკადუა) მოულოდნელად გარდაიცვალა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრის მისია მეუფე დანიელს (დათუაშვილს) დააკისრა.

აფხაზეთის ტრაგედიის შემდეგ ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის დროებითმა რეზიდენციამ ანტონ მარტყოფელის მამათა მონასტერში დაიდო ბინა.

რუკაზე ნახვასრული სტატია