სოფელ კამანის დასაწყისში იყო მარმარილოს გადამამუშავებელი კარიერი, სადაც მუშავდებოდა, იფქვებოდა სხვა და სხვა ზომის ფხვნილად და ფრაქციად. გამოიყენებოდა მოზაიკაში, დეკორაციებში, რკინიგზისა და საავტომობილო გზების მშენებლობაში და ა.შ.
ქვა მოიპოვებოდა ამ კარიერიდან ორიოდე კილომეტრში, სადაც ცალკე ბრიგადა მუშაობდა. ქვის გამოზიდვა ხდებოდა თვითმცლელი MAZ-ის მარკის ავტომანქანებით და იყრებოდა გადამამუშავებელ დანადგარებში. გადამუშავებული პროდუქტი გროვდებოდა სხვა და სხვა "ბუნკერში" ფრაქციის ზომის მიხდვით. შემდეგ ხდებოდა გადაზიდვა დაბა დრანდის რკინიგზის სადგურზე, საიდანაც ნაწილდებოდა საჭირეობისამებრ სხვა და სხვა ქალაქებში.
გადაზიდვას აწარმოებდნენ ZIL-ის მარკის სატვირთო ავტომობილებით. მოძრაობდა ათამდე ავტომობილი, მათგან თვითოეული დღეში სამ რეისს ასრულებდა, ერთ სატვირთოს, ერთი რეისით მიჰქონდა 7-8 ტონა. საშუალად დღის განმავლობაში ხდებოდა 150 ტონა ქვის გადამუშავება და მზა პროდუქტის გადაზიდვა.