ოხურეი

19 Apr, 2019

სოფ.ოხურეი მდებარეობს ქ. ოჩამჩირის რაიონში.მისი ტერიტორია. სოფ ილორის მოსაზღვრე კუთხით იწყება, რომელსაც ილორგანი ეწოდება, (ილორის მხარეს ნიშნავს მეგრულად).ოხურეი შეიცავს შემდეგ კუთხეებს- ილორგანი, ოხურეი, აყვარაში, სოფ. რეკის საზღვრამდე.. 

ოხურეის მოსახლეობა 420 კომლისგან შედგებოდა (1812 სული). სოფელი იყოფოდა 6 ბრიგადად. 

ოხურეის ესაზღვრებოდა აღმოსავლეთიდან-აჩიგვარა (გალის რაიონი) - მდ. ოხურეის საზღვრებით იყო გამოყოფილი სოფლები ოხურეი და აჩიგვარა. 

დასავლეთით - ესაზღვრებოდა სოფ. ბესლახუბა . მდ. ღალიძგა ყოფდა ამ ორ სოფელს. 

ჩრდილოეთით ესაზღვრებოდა სოფ. ფოქვეში და რეკა. 

სამხრეთით მთლიანად სოფ. ილორი და სიტყვა ილორგანიც იქიდან წარმოიშვა, რაც მეგრულ ენაზე ილორის  მხარეს  ნიშნავს. ილორგანი №1 ბრიგადად ითვლებოდა. სადაც 75 ოჯახი იყო დასახლებული. ილორგანში ცხოვრობდნენ შამუგიები, გოგოხიები, საჯაიები, გერგედავები,ჯიქიები, უბილავები, ბართიები, მალანიები, ყუფუნიები, უფრი მცირერუცხოვანი ოჯახები: ზაქარაიები, ხელაიები, გოგიები, ანჩაბაძეები, შაკაიები, ღურწკაიები, ქარდავები, საქანიები, ახალი მოსახლეები: გელაშვილები, და ერთი აფხაზი ოჯახი შოთა ხეციასი.

 

 

ობიექტები არ მოიძებნა