სოფ.ოხურეი მდებარეობს ქ. ოჩამჩირის რაიონში.მისი ტერიტორია. სოფ ილორის მოსაზღვრე კუთხით იწყება, რომელსაც ილორგანი ეწოდება, (ილორის მხარეს ნიშნავს მეგრულად).ოხურეი შეიცავს შემდეგ კუთხეებს- ილორგანი, ოხურეი, აყვარაში, სოფ. რეკის საზღვრამდე..
ოხურეის მოსახლეობა 420 კომლისგან შედგებოდა (1812 სული). სოფელი იყოფოდა 6 ბრიგადად.
ოხურეის ესაზღვრებოდა აღმოსავლეთიდან-აჩიგვარა (გალის რაიონი) - მდ. ოხურეის საზღვრებით იყო გამოყოფილი სოფლები ოხურეი და აჩიგვარა.
დასავლეთით - ესაზღვრებოდა სოფ. ბესლახუბა . მდ. ღალიძგა ყოფდა ამ ორ სოფელს.
ჩრდილოეთით ესაზღვრებოდა სოფ. ფოქვეში და რეკა.
სამხრეთით მთლიანად სოფ. ილორი და სიტყვა ილორგანიც იქიდან წარმოიშვა, რაც მეგრულ ენაზე ილორის მხარეს ნიშნავს. ილორგანი №1 ბრიგადად ითვლებოდა. სადაც 75 ოჯახი იყო დასახლებული. ილორგანში ცხოვრობდნენ შამუგიები, გოგოხიები, საჯაიები, გერგედავები,ჯიქიები, უბილავები, ბართიები, მალანიები, ყუფუნიები, უფრი მცირერუცხოვანი ოჯახები: ზაქარაიები, ხელაიები, გოგიები, ანჩაბაძეები, შაკაიები, ღურწკაიები, ქარდავები, საქანიები, ახალი მოსახლეები: გელაშვილები, და ერთი აფხაზი ოჯახი შოთა ხეციასი.