ახალდაბა

05 Apr, 2019

 ახალდაბა- სოფელი ოჩამჩირის რაიონში (მაშინდელი საკოლმეურნეო სისტემა. კ.კერესელიძეს სახელობის კოლმეურნეობა).  სოფელი გაშენებული იყო თბილისი ლესელიძის  გზატკეცილის გასწვრივ,ასევე სამხრეთით   გზატკეცილის პარალელურად  გადიოდა სარკინიგზო მაგისტრალი.   

1939 წლამდე აქ იყო ჭაობიანი ტყის მასივი. 

აფხაზეთში ქართველთა დემოგრაფიული ბალანსის აღდგენა - შევსების მიზნით 1939 წლიდან, მსგავსად სხვა რაიონებისა აქაც ეტაპობრივად იქნა ჩამოსახლებული: რაჭა,ლეჩხუმი, სამეგრელოს მთიანი რეგიონებიდან  მოსახლეობა. მოგვიანებით  იმერეთიდან 400მდე კომლი და 1964 წელს ახალდაბაში ჩამოსახლდა  მიწისძვრით დაზარალებული  მოსახლეობა სვანეთიდან. 

პირველ ეტაპზე "სამთვალა" კოტეჯებში შეასახლეს ხალხი ( ქ-ნი თინა ახვლედიანის გადმოცემით  ვიცი,რომ კამეჩებ შებმული ურმებით მიიკვლევდნენ გზას  ჭაობში,რომ მიეღწიათ სახლამდე.ავტორი). ახალდაბის გამრჟე მშრომელმა მოსახლეობამ თანდათნ  გაკაფა-გააკულტურა იქაური მწირი,უნაყოფო (თეთრი-მეჭვილიანი, ჭაობიანი) ნიადაგი. ველური ბუნება  წალკოტად აქციეს.(ყვევილების ქვეყანას ეძახდენენ.ავტ.) 

რელიეფურად ვაკე ადგილს ჰქონდა სწორპარალელური,ურთიერთგადამკვეთი 12 ქუჩა.თავისივე რეკრიაციული ზოლით. სოფელი აფხაზეთი გამიზნული იყო აგროქალაქად. 

სოფელში ფუნქციონირებდა ქართული  ეგ. ნინოშვილის სახელობის საშუალო სკოლა  400 მდე კონტიგენტით. 

სოფელ ახალდაბას აღმოსავლეთის მხრიდან ესაზღვრება  სოფლები არაკიჩი და დაჩა. დასავლეთით -სოფელი აძიუბჟა. ჩრდილოეთით - მცირე ტყის ზოლი და შემდეგ აფხაზური ათარა(არსებობს სომხური ათარაც). სამხრეთით - სკურჩა,ბაღლამის ტერიტორიები და შემდგომ შავი ზღვის სანაპირო. 

ახალდაბა გეოგრაფიულად უფრო ახლოს იყო  გულრიფშის რაიონთან 19 კმ, ვიდრე ოჩამჩირის რაიონთან 32 კმ. 

19 სექტემბერი  1993წელი  დაუნდობელმა ურიცხვმა მტერმა ღამით მოახდინა სოფელთან კონცენტრირება. მათი ქმედების დაწყებისთანავე იგრძნობოდა, რომ ამ დასახლების აღების ოპერაცია სამხედრო პროფესიონალების მიერ იყო დაგეგმილი. სამი მხრიდან ორგანიზებულად იწყეს წამოწევა მტრის ჯავშანტექნიკამ და ცოცხალმა  ძალამ. სეტყვასავით წამოვიდა ათასობით ტყვია. ამოქმედდნენ ყუმბარმტყორცნები და სხვა რუსული სამხედრო იარაღი. წამში ინგრეოდა სახლები, იწვოდა ნაგებობები, წიოდნენ ქალები და ბავშვები...ეს სასტიკი გამეტება იყო მშვიდობიანი მოსახლეობისა...   

დღეისათვის ახალდაბა აღგვილია პირისაგან მიწისა,ტყედ არის ქცეული და ნიშან-წყალიც არ არსებობს იმისა,რომ  ოდესღაც აქ სოფელი იყო, თანაც როგორი სოფელი "ყვავილების ქვეყანა".

ტექსტის ავტორი:  ილუშა ნემსწვერიძე. 

კომენტარები: სვეტლანა ჩხვიმიანი

 

ობიექტები არ მოიძებნა