მერხეული

03 Apr, 2019

მერხეული- სოფელი გულრიფშის რაიონში 

მდებარეობა- მდინარე მაჭარის ორივე ნაპირზე,სოხუმის სამხედრო გზაზე.

სოფელ მერხეულში შემავალი თემები: მეორე(ზემო) მაჭარა, ჩერნიგოვკა, ღურზული(გერზეული). 

მდებარეობა ზღვის დონიდან 80მ.მანძილი გულრიფშიდან 5 კმ და სოხუმიდან 7 კმ. 

საფოსტო ინდექსი 7018. 

სოფელ მერხეულის ჩრდილოეთით განლაგებულია წებელდის თემის სოფელი ოქტომბერი; დასავლეთით სოფელი ბაღმარანი;აღმოსავლეთით ვლადიმეროვკა; სამხრეთით -მაჭარის თემის სოფელი ქვემო მერხეული. 

მერხეულის თემში (საბჭოთა პერიოდში მერხეულის სასოფლო საბჭოში) იყო ორი აქტიური კოლმეურნეობა: პუშკინის სახელობის კოლმეურნეობა (რომელიც მოიცავდა  ჩერნიგოვკა, მეორე მაჭარა) და ბარათაშვილის სახელობის კოლმეურნეობა (მერხეული). 

სოფლის ცენტრის ჩრდიილოეთით იყო მარშანიების სასახლის ნანგრევები, ასევე  ციხე-კოშკის ნაშთები(სავარაუდოდ კელასურის  კედლის ფრაგმენტები). 

ღურზულში(გერზეულში) პატარა გორაკის თხემზე დგას გერზეულის ციხე-სიმაგრის ნანგრევები, აფხაზეთის ერთ-ერთი მსხვილი თავდაცვითი ნაგებობა, ციხე-სიმაგრე განეკუთვნება VIII-IXსაუკუნეების პერიოდს. 

სკოლის მიმდებარედ,სოფლის სასაფლაოს ტერიტორიაზე  არის 1881 წელს აშენებული წმინდა გიორგის სახელობის ბაზილიკური ტიპის ეკლესია.   

სოფელში საგანმანათლებო ტრადიცია მე-19 საუკუნის სამრევლო სკოლიდან იწყება. აქ ფუნქციონირებდა ორი საშუალო,ორი რვაწლიანი და ორი დაწყებითი სწავლების სკოლა. 

1089წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემებით მერხეულის სოფ.საბჭოს მოსახლეობა შეადგენდა 3939 მოსახლეს. 

1886 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით,მერხეულში ცხოვრობდნენ მართლმადიდებელი ქრისტიანები 446, მუსულმანი 20 ოჯახი აქედან 5 თავადი, 15 აზნაური, 5 სასულიერო პირი და 436 გლეხი. (ვიკიპედიის რუსული რედაქციის მიხედვით რუსები 61.4%, ქართველები 32.2%, აფხაზები 4.3%).  

დე-ფაქტ ხელისუფლების მიერ ჩატარებულ 2011 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემებით სულ 839 მოსახლე: სომხები 76.3%, ქართველები 8.4%, აფხაზები 8.6%, რუსები 4.4%. 

მერხეულში დაიბადნენ: 

ლავრენტი ბერია (1899-1959) -  სსრკ პერიოდის გამოჩენილი სახელმწიფო და პარტიული მუშაკი. სახ.უშიშროების გენერალური კომისარი.საბჭოთა კავშირის მარშალი. 

ალექსანდრე ჯიქია (1918-2004) -  ქართველი მწერალი და პუბლიცისტი, პოლიტიკუი და საზოგადო მოღვაწე. ეროვნული მოძრაობის აქტივისტი. პარლამენტის წევრი.  

მიხეილ ლაკერბაი(1901-1965) - ეროვნებით აფხაზი მწერალი, დრამატურგი, ჟურნალისტი. მის სახელს ატარებს მერხეულის საშუალო სკოლა. 

ჰასან ხარაზია (1908-1990) - ეროვნებით აფხაზი სამხედრო მოღვაწე,გენერალ-ლეიტენანტი. 

ინფორმაცია მოგვაწოდა რაული წულუკიძემ.

 

ობიექტები არ მოიძებნა