კვიციანი რობიზონი

"ჩვენი ოჯახის მოკლე ბიოგრაფია" 

ჩვენი გვარი  "კვიციანი"  წარმოშობით  ბეჩოდან არის. ჩვენი ბაბუა, შოთა კვიციანი და დედამისი მელანო არღვლიანი ბეჩოდან საცხოვრებლად გადავიდნენ კოდორის ხეობაში, სოფელ აძგარაში. 

ბაბუა მოეკიდა ოჯახს და ცოლად შეირთო მართა გურჩიანი, მათ ეყოლათ სამი შვილი: თამრო, რობიზონი და გივი. გარკვეული დროის შემდეგ სამივე და-ძმა გადავიდნენ საცხოვრებლად   განახლებაში , სოფელ ნიკოლაევკაში.  

ნიკოლაევკაში წულუკიძის ქუჩაზე  ცხოვრობდა რობიზონ კვიციანი და ძაბული წერედიანის დიდი ოჯახი. 

შვილები: ხვიჩა, ვალენტინა, მარინა, მზისა და კახა. 

ხვიჩამ დაამთავრა პოლიცის აკადემია  და მსახურობდა აფხაზეთის აარ შინაგან საქმეთა  სამინისტროს სტრუქტურაში, არის აფხაზეთის ომის  ვეტერანი. ჰყავს მეუღლე - ნონა მილორავა, ოთხი შვილი და ექვსი შვილიშვილი. ამჟამად ცხოვრობს ქუთაისში. 

ვალენტინამ დაამთავრა სოხუმის სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი. ჰყავს  მეუღლე  - ნუგზარ მიქავა და ორი ვაჟი. ომის შემდეგ ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა რუსეთში.ამჟამად ცხოვრობს ქ.მოსკოვში. 

მარინამ დაამთავრა სოხუმის ტექნიკური სასწავლებელი და მუშაობდა სოხუმის ცენტრალურ სატელეფონო სადგურში. ჰყავს მეუღლე -  გივი მერლანი, ორი შვილი და ერთი შვილიშვილი. ამჟამად ცხოვრობს ქალაქ რუსთავში. 

მზისამ დაამთავრა ილია ვეკუას სახელობის უნივერსიტეტი ფილოლოგიის განხრით. მუშაობს  ზუგდიდის რაიონი სოფელ ტყაიას საჯარო სკოლაში - ქართული ენისა და ლიტერატურის უფროს პედაგოგად. ჰყავს მეუღლე  - მამუკა შონია, სამი ქალიშვილი და ორი შვილიშვილი. 

კახამ დაამთავრა ილია ვეკუას სახელობის უნივერსიტეტი იყო ომის მონაწილე, დევნილობის პერიოდში მუშაობდა პედაგოგად. დაქორწინების შემდეგ საცხოვრებლად გადავიდა ქალაქ ჩელიაბინსკში. ჰყავს მეუღლე - მარინა სალია და ორი ქალიშვილი. 

ომის შემდეგ  რობიზონ კვიციანი და ძაბული წერედიანი დამკვიდრდნენ ზუგდიდში სოფელ ტყაიაში.  

რობიზონ კვიციანი გარდაიცვალა 2014 წლის 24 თებერვალს. დაკრძალულია ზუგდიდში.  

 ინფორმაცია მოგვაწოდა ვალენტინა კვიციანმა.

 

ინფორმაცია ობიექტზე
რეგიონი: გულრიფში
განახლება
ქუჩა: წულუკიძის ქუჩა
ობიექტი: სახლი