რობაქიძე პანატა

პანატა რობაქიძე დაიბადა 1947 წლის 5 აპრილს გრიგოლ რობაქიძის ოჯახში. დედა გახლდათ მარიამ ისაკაძე. 

პანატა გაიზარდა ნიკოლაევკაში და დაამთავრა განახლების საშუალო სკოლა. შემდეგ სწავლა განაგრძო ხობის, კერძოდ ნოჯიხევის პროფ სასწავლებელში.

1968 წელს ის გაიწვიეს ჯარში და იქედან დაბრუნებულმა ცოლად შეირთო,ილია გულორდავას ქალიშვილი,ლუიზა გულორდავა. მათ შექმნეს დიდებული ოჯახი. პანატას გარდაეცვალა ჯერ მამა.რამოდენიმე წლის შემდეგ დედაც მაგრამ გააგრძელა ოჯახის მართვა პანატამ თავის მეუღლესთან ერთად. 

შვილები: პირველი შვილი სახელად ნანა გარდაეცვალათ 11 თვის ასაკში.შემდგომ შეეძინათ- შორენა(ნატო), ნინო, ნონა და გრიგოლი(გია). 

შორენამ დაამთავრა განახლების საშუალო სკოლა და მალევე გათხოვდა. ამჟამად ჰყავს ოთხი შვილი: ბესიკი,ბაჩუკი,მარიამი და ქეთევანი. აგრეთვე ჰყავს შვილიშვილები: ნუგო,საბა და ლუკა. ამჟამად შორენა და უმცროსი ქალიშვილი ქეთევანი იმყოფება საზღვარგარეთ კერძოდ საბერძნეთში (ათენში). 

ნინომ დაამთავრა განახლების საშუალო სკოლა, შემდეგ დაამთავრა სოხუმში ტექნიკური სასწავლებელი. პროფესიით - ტელეგრაფისტი. ამჟამად იგი ცხოვრობს ქ.რუსთავში. ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი: თამარი,თიკო,თამთა და საბა. ასევე ორი შვილიშვილი ;ლაშა და ნინი. 

ნონა რობაქიძემ ვერ მოასწრო სკოლის დამთავრება და დევნილობაში განაგრძო სწავლა ქუთაისში კერძოდ რიონის სკოლაში.ამჟამად მას ჰყავს მეუღლე და სამი შვილი: ნუკი,ანა და გაგა. ამჟამად ცხოვრობს ჭოგნარში. 

გრიგოლ რობაქიძემ ვერ დაამთავრა განახლების სკოლა ომის გამო, მან დევნილობაში გააგრძელა სწავლა ქ.ტყიბულში და დაამთავრა ტყიბულის მე-2 საშუალო სკოლა. ამჯამად ცხოვრობს რუსთავში. ჰყავს მეუღლე და სამი ვაჟი:ლუკა,თორნიკე და ნიკოლოზი. 

პანატა რობაქიძე გრიგოლის ოჯახთან ერთად ცხოვრობს რუსთავში.ლუიზა რობაქიძე ამჯამად იმყოფება საბერძნეთში.პანატას და ლუიზას ამჟამად ჰყავს 4 შვილი, 14 შვილიშვილი და 5 შვილთაშვილი. 

ინფორმაცია მოგვაწოდა ნინო რობაქიძემ

ინფორმაცია ობიექტზე
რეგიონი: გულრიფში
განახლება
ქუჩა: წულუკიძის 102
ობიექტი: სახლი