ეკლესია

ეკლესია ყოველთვის აღძრავდა ჩემში რაღაც ბოლომდე შეუცნობილის, დიდის, იდუმალის განცდას, განსაკუთრებით პატარაობისას.  მერხეულის ეკლესია პირველად ვნახე 1970 წლის 1 სექტემბერს, თითქოს არუნდა მახსოვდეს ეს თარიღი ასე ზუსტად, 47 წლის წინ იყო ეს და მე კი 7 წლის ვიყავი, მაგრამ... 

მერხეულის  ეკლესია არის  ერთნავიანი, დარბაზული ტიპის ბაზილიკა. შიგნით და გარეთ თეთრად შეღებილი. სავარაუდოდ აშენებულია მე-19 საუკუნეში, ქართველი და ბერძენი მოსახლეობის მიერ.

მდებარეობს  მერხეულის ლაკერბაის სახელობის  საშუალო  სკოლის უშუალო სიახლოვეს. 

ჩვენ ბავშვები რამოდენიმეჯერ ვიყვით შესულნი ეკლესიაში, მაგრამ ბავშვური მიამიტობით ვერაფერი ღირსშესანიშნავი ვერ ვნახეთ, შიგნით არც ხატები იყო და არც ფრესკები, კედლები და ჭერი თეთრად იყო შეღებილი, კარი ღია მოუვლელისა და მიტოვებულის შთაბეჭდილებას ტოვებდა. (ასეც იყო). მაგრამ სანთლის დანთების კვალიც ჩანდა. ეს ის პერიოდია, როდესაც ეკლესია და ღმერთი, უღმერთო რეჟიმისაგან უგულვებელ იყო და მთელს აფხაზეთში ორად-ორი მოქმედი ეკლესია არსებობდა, ილორის წმინდა გიორგისა და სოხუმის ღვთისმშობლის ხარების ხატის სახელობის საკათედრო ტაძარი. 

.რუსეთ-საქართველოს ომამდე. აფხაზეთში ეკლესიას სახურავი შეუცვალეს მოსკოვში მოღვაწე ბიზნესმენმა ძმებმა ქარდავებმა. ეკლესია დაამშვენა ახალმა, წითლად მობრდღვიალე სპილენძის ფურცლების სახურავმა. გეგმები დიდი  ჰონდათ, ღვთისნიერი და სასარგებლო, მაგრამ ომმა ყველაფერს ხაზი გადაუსვა.

მერხეულში საცხოვრებელი სახლებისა და საერთო დანიშნულების ობიექტთა უმრავლესობა იავარდქმნილია, საშენ მასალად გაზიდეს ყველაფერი, თვით სავადმყოფოც კი, სკოლაც დაწვეს,მაგრამ  ეკლესიას  ძვირადღირებული მოთხოვნადი სპილენძის სახურავის გადახდა ვერ შებედეს. 

მოვა დრო და ჩავალთ მერხეულში, რესტავრაციას ჩავუტარებთ ეკლესიას, ღვთისმსახურებას განვაახლებთ ტაძარში, ჩვენც მადლს ვეზიარებით და იქვე ეკლესიის ირგვლივ სასაფლაოზე დაკრძალული დღეს უჭირისუფლოდ დატოვებული მიცვალებულთა სულებიც გაიხარებენ..  ავტორი რ.წ.

ინფორმაცია ობიექტზე
რეგიონი: გულრიფში
მერხეული
ქუჩა: სტალინის ქუჩა
ობიექტი: ეკლესია