წულუკიძე რაული

რაული გრამიტონის ძე წულუკიძე  დაიბადა 1963 წლის 11 ოქტომბერს გულრიფშის რ-ნი სოფ.ჩხალთაში.  მამა - გრამიტონ ვარლამის ძე წულუკიძე   1926-1993წწ. (დაკრძალულია მერხეულში).მუშაობდა გულრიფშის რაიონის  სატყეო მეურნეობაში.  დედა - მარო(მარია) ალექსანდრეს ასული სიდიანი 1930-2015წწ.(დაკრძალულია თბილისში).მუშაობდა მერხეულის მ.ლაკერბაის სახ.საშუალო სკოლაში.იყო დაწყებითი კლასების პედაგოგი.                                                                                                                                                                                                                                                                                                                                     

რაული წულუკიძე 1970 წელს ოჯახით საცხოვრებლად გადმოვიდა გულრიფშის რ-ნი სოფ.მერხეულში.დაამთავრა მერხეულის სკოლის სრული კურსი 1970-1981წწ.  1982-1984წწ იმსახურა საბჭოთა არმიაში. შემდეგ დაამთავრა  სსრკ შსს მოსკოვის მილიციის უმაღლესი სკოლის თბილისის ფაკულტეტი 1985-1989წწ. კვალიფიკაცია - იურისტი-სამართალმცოდნე.1989 წელს სამსახური დაიწყო გულრიფშის შს რაიგანყოფილებაში.1989-2009 წწ მსახურობდა შსს სისტემაში ოფიცრის სხვადასხვა თანამდებობაზე.2015 წლიდან მსახურობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში. წოდება - პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი.  მეუღლე -  თეა გულადის ასული მანია დაბადებული 1978 წელს,  მსახურობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში.წოდება -პოლიციის მაიორი.შვილები: ლუკა დაბადებული 2004 წლის 31 მარტს ქ.თბილისში და ბარბარე დაბადებული 2006 წლის 17 დეკემბერს ქ. თბილისში.                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                           

რაული წულუკიძეს ოჯახს გულრიფშის რ-ნი სოფ.მერხეულში ეკუთვნოდა 0.25 ჰა მიწის ფართობის საკარმიდამო ნაკვეთი, რომელზეც იყო აშენებული მაღალი "ბელეტაჟის" ტიპის საცხოვრებელი სახლი 12/12 მეტრი.ასევე დამხმარე სამეურნეო ნაგებობები.დღეს ეს სახლი განადგურებულია და ეზო ტყედ არიც ქცეული,მაგრამ _ აქ ჩემი სახლია !!!-აცხადებს რაული წულუკიძე.

ინფორმაცია ობიექტზე
რეგიონი: გულრიფში
მერხეული
ქუჩა: სტალინის ქუჩა
ობიექტი: სახლი