ბიძინა მგალობლიშვილი, აფხაზეთის
მთავარი ფსიქიატრი იყო. აფხაზეთში ფსიქიატრიის განვითარებას საფუძველი მან ჩაუყარა. 27 სექტემბერს, სოხუმი რომ იცლებოდა, მამას ხალხი თავისი მანქანით სამშვიდობოს გაჰყავდა. თავად წასვლა არც უფიქრია, რადგან როგორც ქართველებში, ასევე აფხაზებში უამრავი მეგობარი ჰყავდა. თუმცა სოხუმის დაცემის შემდგომ ის ჩვენს სახლთან დახვრიტეს. სხვათა შორის, ორ დღეში აფხაზები
მისულან მასთან სახლში, მამასთვის ვინმეს რამე რომ არ დაეშავებინა, მაგრამ ვეღარ მიუსწრეს. ერთ-ერთმა რუსულ-აფხაზურმა ოჯახმა მისი ცხედარი დაკრძალა
ინფორმაცია და ფოტოები მოგვაწოდა მანანა მგალობლიშვილმა
ფოტო 1- დააკვირდით წარწერას ღობეზე და ჭიშკარზე
ფოტო 3- წარწერა სახლის წინ მდებარე აფტოფარეხის კედელზე (26 წლის წინ დაწერილი აქ ცხოვრობენ იკა და მარი)
რეგიონი:
სოხუმი
ესტონკა
ქუჩა:
წითელფლოტის ქუჩა 19
ობიექტი:
სახლი