Notice: Undefined variable: UB in /datastore/web/ganakhleba.ge/htdocs/libs/Functions.php on line 616

Notice: Undefined variable: UB in /datastore/web/ganakhleba.ge/htdocs/libs/Functions.php on line 630
04 სექ
ჩვენ ერთად ვართ მთავარია
ვებ გვერდი Ganakhleba.geარის ერთიანობის,სიყვარულის და სიხარულის ჯგუფი, რომელსაც თან გასდევს სევდიანი და ტკივილიანი ხაზი. შავი ხაზი რომელიც წარუშლელია ჩვენს გულში და გონებაში, მძიმე წარსულის გამო.ჩვენ უბრალოდ ვისწავლეთ ტკივილთან ერთად ცხოვრება ასევე ვისწავლეთ ბოროტების სიყვარულით დამარცხება. ჩვენ გვინდა სიყვარულით და ერთიანობით მოვერიოთ ბოროტებას. ამის ნათელი მაგალითები ბლომად გვაქვს ამ პროექტისისტორიაში. და აჰა კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითი სიყვარულისა და ერთიანობისა. ჯგუფი "გაგრა -აქ ჩემი სახლია" ადმინისტრატორი ნატო აფხაზავა ჩამოვიდა სოჩიდან,რომელიც დისტანციურად მუშაობს ვებ გვერდზე და გავიცანით ვირტუალურად პროექტის ფარგლებში. ჩამოვიდა სამშობლოსა და ახლობლებსმონატრებული, ნატომ დედის შემდეგ მოინახულაჩვენი გუნდი. გაიცნო ა(ა)იპ განახლება 2018-ის დირექტორი გიორგი სარალიძე, ganakhleba.ge ადმინისტრატორი შორენა გოროზია, იდეის ავტორი სვეტლანა ჩხვიმიანი. ეს შეხვედრა შედგა ზესტაფონში სოფელ საზანოში სადაც ამჟამად ცხვრობს იდეის ავტორი. შედეგ ყველა ერთად ვეწვიეთ პროექტის ტექნიკური უზრუნველყოფის მენეჯერს ლაშა მელაძეს. ლაშა შშმ პირია და მისი გადაადგილება დიდ ძალისხმევასთან არის დაკავშირებული დავერ შემოგვიერთდაშეხვედრაზე.ამიტომ ჩვენთვითონ ჩავაკითხეთ მასვანში, სოფელტობანიერში. აღფრთოვანებული ვარ ნატოს გადაწყვეტილებით, დიდი მადლობა მთელს გუნდს ასეთი სითბოსთვის და სიყვარულისთვის, მადლობა ლაშას გულუხვი მასპინძლობისთვის. ეს შეხვედრა არის ერთერთი ნიმუში,ერთიანობის სიმბოლო, ერთიანობა იმადამიანებისა,რომლებმაც პროექტის "აქ ჩემი სახლია"ფარგლებში გაიცნეს ერთმანეთი და ემსახურებიან ქართულ ეროვნულ საქმეს. ფოტო გადაღებულია ქართველიშვილების მამულში ვანის რაიონისოფელიტობანიერი.
30 აგვ
ფიქრები ხმამაღლა, ანუ როგორ დავიბრუნოთ დაკარგული ტერიტორიები?!
მრავალფეროვანი ანალიტიკური მასალების გაცნობა, მართლაც, ღრმად დაფიქრების საშუალებას იძლევა. ისტორიის დავიწყებას, რასაც დიდი ილია ერის დაქცევისა და გადაგვარების წინაპირობად თვლიდა, არ შეიძლება დღესაც გვერდი ავუაროთ და მივყვეთ „ახალი ისტორიის“ გამოჭედვას წარსულის სიმართლის გარეშე. რას ვიზამთ, ყველა ადამიანი თავისებურად აზროვნებს და გააჩნია თავისი „შეუვალი“ ლოგიკა. მე მაინც მომხრე ვარ ილიას ყველა დროსთან მორგებული აზრისა, რომელიც ჩადებულია შესანიშნავ და განუმეორებელ სენტენციაში -„წარსული მკვიდრი საძირკველია აწმყოსი, როგორც აწმყო მომავლისა!“ცხადია, ისტორიის გაკვეთილებს ვერსად გავექცევით, რამდენიც არ უნდა ვეცადოთ. უახლესი ისტორიის აბსოლუტური ჭეშმარიტების გათვალისწინებით ჩემს აზრს შემოგთავაზებთ ქვეყნისთვის ყველაზე მტკივნეულ და საჭირბოროტო საკითხზე. ეს ეხება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, რა ელოდება მას, ჩვენს სასიკეთოდ გადაწყვეტა თუ გაყინვა?! მაშ ასე, პოსტკომუნისტურ სივრცეში სამი დამოუკიდებელი სახელმწიფო (თუმცა საკითხავია, ისინი რამდენად არიან სრულფასოვანი სახელმწიფოს ატრიბუტიკის მატარებლები?!...) მოლდოვა, საქართველო და უკრაინა(აქ შეიძლება აზერბაიჯანის ყარაბახიც მივაკუთვნოთ, მაგრამ ეს ცოტა განსხვავებული ფენომენია ჩამოთვლილ სახელმწიფოებთან შედარებით!..) აღმოჩნდა ტერიტორიული მთლიანობის საბოლოოდ დაშლის რეალური საფრთხის წინაშე. თუმცა თვით ამ სახელმწიფოთა მმართველი ელიტა „პანდორას ყუთში“ ბოლოს დამალული იმედის ერთგული რჩება და წარმოუდგენილად მიაჩნია მოვლენათა პესიმისტური სცენარით განვითარება. მოდით, თანმიმდევრულად მივყვეთ პროცესების დინამიკას ისტორიული სიღრმეებიდან დღევანდელ რეალობამდე. დასავლეთმა, განსაკუთრებით კი ევროპამ, სადაც 39 განვითარებული ქვეყანაა (მეტ-ნაკლები ხარისხით) მე-20 საუკუნის 50-იანი წლებიდან დაიწყო და 21-ე საუკუნის დასაწყისში უკვე შექმნა მსოფლიოს ათეული (თუ არა ასეული) ქვეყნებისგან განსხვავებული ცხოვრების სტანდარტული პირობები თავისი მოსახლებისათვის ხალხის უშუალო მონაწილეობითა და ძალისხმევით. დღეს მოგეხსენებათ, რომ მსოფლიოში სახელმწიფოთა შორის ურთიერთობები დაძაბულია. ეს განსაკუთრებით გამოიკვეთა ნატოსა და რუსეთს შორის. ისტორიას ახსოვს პირველი და მეორე მსოფლიო ომის მწვავე შედეგები. ამიტომაცაა საშიში ქვეყნებს შორის აგრესიული განწყობა. თუ კვლავ დატრიალდა ომის ჩარხი, შედეგები კატასტროფული იქნება. აქ უნებურად მახსენდება დიდი მხედართმთავრისლორდი არტურ ველინგტონისსიტყვები. როდესაც მისმა ჯარმა ერთ-ერთი ქალაქის აღება გადაწყვიტა, მასთან მივიდა გენერალი და შესთავაზა ასეთი ტაქტიკა:„ხუთი ადამიანის მსხპვერპლი არის საჭირო ამ ქალაქის აღებისთვისო, რაზეც მხედართმთავარმა ირონიით უპასუხა: გენერალო, თქვენ ისურვებდით იმ ხუთეულიდან მესამე კაცად ყოფნას?“...ამით იმის თქმა მსურს, რომ დღეს არა მგონია ,ევროპის განვითრებული თუ განვითარებადი ქვეყნებიდან ვინმემ ისურვოს მსხვერპლის ფუნქციის აღება თავის თავზე! მივყვეთ ისევ ისტორიული მოვლენების ქრონოლოგიას. რუსეთს, რომელსაც „დიდი რუსეთის“ ნოსტალგია დღესაც გააჩნია, საკუთარი მიზნის რეალიზება სხვისი ტერიტორიების ანექსიას არ გამორიცხავს და მისი შეცვლის მოლოდინი, უბრალოდ, ბავშვური გულუბრყვილობა იქნებოდა. მით უფრო, როდესაც 2019 წლის 9 მაისს რუსეთის მეთაურმა წითელ მოედანზე, სამხედრო აღლუმზე ჯარებს კიდევ ერთხელ შეახსენა„ისტორიული რუსეთის“შესახებ, რაც ახალი ტერიტორიების ანექსიას(?) გულისხმობს. ამის საფუძველს აძლევს ის მრისხანე სამხედრო ძლიერება, რომელიც ორი ქართველისგან (სტალინი და ბერია) მიიღეს მემკვიდრეობით. დღეს სწორედ ამაზე დგას რუსეთი მთელი დემოკრატიული სამყაროს საპირწონედ. რუსეთი, გათამამებული თავისი ცალმხრივი მიღწევებით შეიარაღებაში (ამას არაფერი საერთო არ გააჩნია თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებასთან!) რატომღაც ყველაზე პრიორიტეტულად თვლის სამი პოსტკომუნისტური ქვეყნის:მოლდოვა, საქართველო, უკრაინა,სეპარატისტების მხარდაჭერას. ამასთან, თეორიულადაც არ დაუშვებს თავისი ჯარების გაყვანას დნესტრისპირეთიდან, აფხაზეთიდან, ე.წ. სამხერთ ოსეთიდან, ყირიმისა და დონბასიდან. და ბუნებრივია, არ დაუბრუნებს ოკუპირებულ ტერიტორიებს მოლდოვას, საქართველოს და უკრაინას. აქვე უნდა ვთქვა, რომ ზოგიერთ პოლიტიკოსს შეიძლება სწამდეს პუტინის ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ პროცესების სხვაგვარი სცენარით განვითარება, რაც ასევე გულუბრყვილობად მიმაჩნია და ამ თვალსაზრისით არაფერს შეცვლის! მივყვეთ მოვლენების ლოგიკურ განვითარებას. არ გამოვრიცხავ, ბევრი პოლიტიკოსი შეიძლება ფიქრობდეს ამ ქვეყნების დეოკუპაციის მიღწევას ისეთი ქმედებებით, როგორებიცმშვიდობაინი დიპლომატიური მოლაპარაკებებია, რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული მკაცრი სანქციებია, დასავლეთის ბანკებში რუსეთის პირველი პირისა და მისი თანამოაზრე ოლიგარქების აქტივების გაყინვაა, ან სხვა მსგავსი არასამხედრო მოქმედებებია.ეს ყველაფერი ცრუმორწმუნეთა ოლუზორული წარმოდგენაა. აქ, როდესაც ვამბობთ, ქვეყნის პირველი პირი, მხედველობაში გვაქვს რუსული სამხედრო-სამრწეველო კომპლექსი და მისი მმართველი ელიტარული ჩინები, რომელთა ხელშიცაა დღევანდელი რუსეთის სამხედრო ტექნიკის სამართავი პულტები. შემდეგ, ვინც თვლის, რომ განვითარებული ქვეყნების ლიდერები ყველაზე დაჩაგრული ამ სამი ქვეყნის ინტერესებისთვის საკუთარი ხალხის კეთილდღეობას რისკის ქვეშ დააყენებენ, ესეც ოცნების სფეროა და „ნეტარ არიან მორწმუნენი.“ მოდით ახლა წმინდა ფინანსური კუთხით შევხედოთ ამ „მარადიულ პრობლემას“. ხომ შეიძლება ვიღაცამ ჯინი ამოუშვას ბოთლიდან და მას ამოყვეს მწვანე ფერის მილიარდები და შესთავაზონ რუსებს ამ ტერიტორიების სანაცვლოდ. ესეც მტკნარი სიცრუე და ილუზიაა. ჩვენ არ შეიძლება არ ვიფიქროთ იმაზე, რომ რუსეთი მენტალურად ყოველთვის საკუთარი ტერიტორიების გაფართოებისთვის იბრძოდა. დღესაც, გლობალიზაციისა და მსოფლიო ინტეგრაციის ეპოქაშიც, მის მეხსიერებაშია ჩაკირული. მეხსიერების ამოშლის მოტივაციის ნაკლებად მჯერა. ყოველ შემთხვევაში, დღევანდელი გადასახედი სხვა შედეგის მოლოდინის საშუალებას არ იძლევა. და, როდესაც ასეთი გარდუვალი მოცემულობის წინაშე ვდგავართ და სამი ათეული წელია ერთი ნაბიჯიც კი წინ არ გადადგმულა, ცხადზე უცხადესი ხდება „ისტორიული რუსეთის“ ტერიტორიების „განმათავისუფლებელი ლაშქრობისთვის“ სხვადასხვა უახლოესი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებისათვის მზადყოფნა. როგორც იტყვიან,„ყველა გზა რომისკენ მიდის“. სამწუხაროდ, დღეს ბევრს სჯერა, რომ დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება შეიძლება მხოლოდ იმ გზით, რომლითაც ისინი წაგართვეს, ანუ სამხედრო გზით. მათი აზრით, სხვა გზა, უბრალოდ, ბუნებაში არ არსებობს. ჩვენ შევეცდებით ეს გზაც განვიხილოთ, რომელიც ბევრი პოლიტიკოსის აზრით, შეიძლება რეალობად იქცეს. აქ არ შეიძლება არ გავიხსენო სულმნათი თამაზ ნადარეიშვილი, რომელიც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას მხოლოდ და მხოლოდ ძალისმიერ საშუალებებში ხედავდა... ისევ მივადექით ყველაზე მთავარ კითხვას:როგორ შეიძლება ამ ტერიტორიების დაბრუნება ახლა ან მომავალში?მოვლენების ანალიზის შედეგები ნებისმიერ მოცემულობაში კატასტროფულია. ეს აპრიორი შეუძლებელია, მიზეზი კი - ძალთა თანაფარდობაა. (ალბათ ამას გულისხმობდა პუტინი, როცა 1995 წელს დაგომისში ცალსახად განუცხადა შევარდნაძეს -„თქვენ ხომ არ გეფიქრათ ნეიტრალიტეტზე, თქვენი გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე?!“. შეიძლება ამის აღიარება შინაგანი პროტესტიდან გამომდინარე, ძალიან მძიმე იყოს, მაგრამ რეალობასა და შესაძლებლობას შორის ზღვარი წაშლილია. აქ ვგულისმობთ იმ მთავარ ინგრედიენტებს, რომლებიც აუცილებელია გამარჯვების მისაღწევად. ესენია, პირველ რიგში, ძლიერი შეიარაღებული ძალების დე-ფაქტო არსებობა, ეკონომიკის განვითარების მაღალი ტემპი და მიღწეული დონე, ჩვენი და ამ ქვეყნების სახელმწიფო აპარატის ამჟამინდელი მდგომარეობა, დღეს არსებული მოკავშირეების სიძლიერე. ყველა ამ მომენტის გათალისწინებით, ძალისმიერი მეთოდით პრობელემის გადაწყვეტა, ფაქტობრივად, ნულის ტოლია. კიდევ ერთი მთავარი ინგრედიენტის შესახებ. ამ სახელმწფოების საზოგადოებების პოლიტიკურ კლასებში დღეს არსებული განხეთქილებები, ათეულობით და მეტი პარტიების ჩამოყალიბება რადიკალურად განსხვავებული პროგრამებით, სახელმწიფოებრივად აზროვნების დეფიციტი უმრავლესობაში, განხეთქილებისა და ერთმანეთის დისკრედიტაციის არსებობა, ხელისუფლების სათავეებისკენ სწრაფვის მერკანტილისტური თვითმიზანი და ყოველივე აქედან გამომდინარე, ძლიერის დასუსტებისკენ ძალების მიმართვა, - აი, ის მთავარი ბარიერი სახელმწიფოებრიობის მშენებლობის გზაზე, მხოლოდ და მხოლოდ მტრის წისქვილზე ასხამს წყალს. ეს კი ქმნის მყარ ნიადაგს წინააღმდეგობა გაუწიოს ძლიერი ეკონომიკის ჩამოყალიბებასა და სუსტი სახელმწიფოს ფორმირებას. ასეთ შემთხვევაში სახელწმიფო ძლიერება შიგნიდან იფიტება. დიდი ქართველი პოეტი და ჭეშმარიტი მამულიშვილი, დავით გურამიშვილი, ქვეყნის გადაგვარების, აოხრებისა და დაქცევის უმთავრეს მიზეზად ქართველთა ინტერესების დაპირისპირებასა და ერთიანობის უქონლობას ასახელებდა. გულისტკივილით გვიმხელს „დავითიანში“:„მერმე შინათ აიშალნენ, ძმამ მოუდვა ძმასა ყისტი! თავის თავსა ხმალი იცეს, გულთა მოიხვედრეს ხიშტი!“ამ სიტყვების დაწერიდან თითქმის სამი საუკუნე გადის, მაგრამ დღევანდელი საქართველოს შემყურე ვფიქრობთ, რომ ეს ძმათამკვლელი დაპირისპირება კვლავ მძლავრობს ჩვენში. ერთი ალთას იწევს, მეორე ბალთას, აღარ არსებობს ერთიანი სული, ეს კი ღუპავს სახელმწიფოებრიობას. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ვინც ასე იქცევა საკუთარ სამშობლოში, სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსასხურების ნუმირებული აგენტები არიან. დღევანდელი საკომუნიკაციო ტექნილოგიებისა და ფსიქოზემოქმედების უახლესი მიღწევების ეპოქაში სრულებითაც არ არის ეს აუცილებელი, არსებობს უამრავი „შემოვლითი გზები“ ასეთი ვერაგული მიზნების მისაღწევად. სწორედ აქ მარხია „ძაღლის თავი - შიდა მწვავე დავებით დაასუსტო შენი ქვეყანა და შენდაუნებურად იდეალური პარტნიორი გახდე შენი ყველაზე ძლიერი მტრისათვის. მინდა, სწორად გამიგოთ: არავინ იფიქროს თითქოს დაგროვილი გარკვეული პოლიტოლოგიური გამოცდილება და დიდაქტიკური სურვილები მალაპარაკებს მავანთა ფსიქოწარმოდგენების შესაცვლელად. არა, ბატონებო!მე ასე ვხედავ დღეს უფსკრულის პირას მიმდგარ ჩემს ქვეყანას, რომელიც ორმაგად მიყვარს როგორც აფხაზეთიდან იძულებით წამოსულ კაცს და იმედის თვალით შევყურებ ჩემს ქვეყანას, სამშობლოს, იქნებ ეს ყველაზე მტკივნეული პრობლემა, რომელიც ნებისმიერი ჩვენგანის სიცოცხლეს ბევრად აღემატება, გადავწყვიტოთ არა ერთმანეთის ჩაძირვით, ერთმანეთთან კონფრონტაციით, არამედ ერთად დგომით (ამის მაგალითად ბალტიისპიირეთის ქვეყნები გამოდგება...), ერთიანი საქვეყნო მიზნით, თორემ ხელიდან გვეცლება ეს მშვენიერი საქართველო და ყოველდღე „შაგრენის ტყავივით“ პატარავდება. თუნდაც ბორდერიზაციის პრობლემა ავიღოთ, რომელსაც ასე ეფექტურად იყენებს თავისთვის ჩვენი მტერი.ელემენტარული ჭეშმარიტებაა, ართმევენ იმას, ვინც სუსტია, თავის დაცვის ინსტიქტი დაქვეითებული აქვს და „ციხის შიგნიდან გატყდომის“ პრინციპი სრული ძალით მუშაობს. ყველა ცალ-ცალკე დანაწილებული და მერე ისევ უსახურად შეკოწიწებული და თავის თავში ღრმად დარწმუნებული ჰომოსაპიენსები მიმართავენ ყოველგვარ ცივილიზებულ სახეს მოკლებულ გზებსა და ხერხებს პროტესტის გამოსახატავად და შედეგიც არ აყოვნებს. ეს არის უსუსურობის გამოვლინების ფორმა, რომელსაც არავითარი გამართლება არ გააჩნია რანაირი „დემოკრატიის“ ნიღბითაც არ შეფუთო იგი. ეს არის საკუთრი თავისა და ქვეყნის შეურაცხყოფა და დაკნინება. შედეგს ყველა ვხედავთ... ყოველივე ზემოთ ნათქვმის შემდეგ ისევ დავსვამ ჩვენთვის ყველაზე მტკივნეულ კითხვას: მაინც როდის შეიძლება დავიბრუნოთ ოკუპირებული ტერიტორიები? რა სტრატეგია და მიზანია ამისთვის საჭირო? ეს ის პრობლემაა, რომელიც დღეს დგას სახელმწიფოს წინაშე.ვფიქრობ ამ შემთხვევაში ემოციები და სიტყვა-ხატულა სადღეგრძელოები არ გამოგვადგება, სიმართლე სიმართლეა და მას ვერსაით გაექცევი, უფრო სწორად, საკუთარ თავს ვერსად გაექცევი. ამ კითვაზე პასუხი ცალსახად შეუძლებელია არსებობდეს, რადგან იმდენად შორს შევედით აბობოქრებულ ზღვაში, ძნელია გამოსავალი გზის მარტივად პოვნა. თუმცა, რამდენიც არ უნდა დამძრახოთ, მაინც პრაგმატულ გზას მხოლოდ ერთში ვხედავ და ეს არის ის, რომეკონომიკურად (ქვეყნისა და სახელმწიფოებრიობის ხერხემალი!) პოლიტიკურად და სამხედრო თვალსაზრისით შეუდარებლად ძლიერები გავხდეთ! სწორედ ზემოთ მოყვანილ მსჯელობაში, თუნდაც ქვეტექსტების სახით, შეიძლება ამოიკითხოთ პასუხები ამ კითხვაზე. დღევანდელი გლობალური პროცესებიდან გამომდინარე, ჭეშმარიტი, ძლიერი მოკავშირეების მოძებნა. აქ შეიძლება შემედაონ, თითქმის ყველა დასავლეთის ქვეყნები გვიჭერენ მხარს აშშ-ს მეთაუორობით. მაგრამ მე მხედველობაში მაქვს საქართველოს პრობლემა, რამდენად ზის ამ ქვეყნების სტრატეგიულ ინტერესებში, არა მხოლოდ სიტყვით, „შეშფოთებისა“ და „აღშფოთების“ კატეგორიებით, არამედ ჭეშმარიტად ძლიერი მოკავშირეები არიან თუ არა ისინი. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ არა პოლიტიკური მოტივაციით დაჩქარებულად გაწევრიანება ბალტიის ქვეყნების ნატოსა და ევროკავშირში, რუსეთი დიდი ხნის უკან დაასრულებდა თვის ჰიბრიდულ ოპერაციებს მათი ოკუპაციისთვის. თანამედროვე ისრაელის ბრძოლის სიმბოლო, ამ ქვეყნის ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ონელიმოშე დაიანიამბობდა:„თუ მშვიდობა გინდა, მეგობრებს კი არა, მტრებს უნდა ესაუბრო!“ არ შეიძლება არ დავეთანხმოთ ამ სენტენციის სიბრძნეს. მე არაერთხელ მითქვამს და ახლაც ვიმეორებ,რუსეთთან საჭიროა საუბარი, მოლაპარაკებების მაგიდასთან შეხვედრა ყოველგვარი წითელი ხაზისა და ნულოვანი წინაპირობების გარეშე. ეს არის ერთ-ერთი ალტერნატიული გზა პრობლემის გადაწყვეტისა, ანუ ტერიტორიების დაბრუნებისა. თუ გვინდა აღდგეს ურთიერთობა აფხაზებსა და ოსებთან, ყველაფრის მიუხედავად, ამ დიდ ქვეყანასთან მოგვიწევს დიალოგი. პოლიტიკას არ უყვარს ქაოტურობა, მოუწესრიგებლობა, მხოლოდ ემოციებზე დაყრდნობა, საჭიროა ალტერნატიული ყველა გზის მოსინჯვა, რომელიც გამარჯვებამდე მიგვიყვანს. მტრის შეურაცხმყოფელი თეზების სროლა საკუთარი სახლიდან ადვილია, მაგრამ ამან გაალღო გაყინული კონფლიქტი? ყველა დიდი ქვეყნის ლიდერი სიფრთხილესა და საერთო ენის გამონახვისკენ მოგვიწოდებს. ჩემი ასეთი მსჯელობა მავანს შეიძლება ძველის გადამღერებად მოეჩვენოს, მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ „ახალი, კარგად დავიწყებული ძველია.!“ ახლა, ჩემი აზრით, უპრიანი იქნება, კაცობრიობის მიერ გავლილი მწარე გაკვეთილებიც გავიხსენოთ და ობიექეტურად შევაფასოთ, წარსულის გადასახედიდან, ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების ისტორიული მაგალითები. ასე,1871 წელს საფრანგეთ-პრუსიის ომში გამარჯვების შემდეგ გერმანიამ საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია წაართვა. ფრაგებმა ეს პროვინციები მოხლოდ 45 წლის შემდეგ დაიბრუნეს. და სხვათა შორის, სამხედრო ძალის გამოყენებით, პირველ მსოფლიო ომში გამარჯვების შედეგად, სამი უმძლავრესი იმპერიის - დიდი ბრიტანეთის, რუსეთისა და აშშ-ის დახმარებით.ოცი წლის შემდეგ ისევ მეორდება ისტორია, მაგრამ საფრანგეთი ხუთ წელიწადში იბრუნებს ამ ტერიტორიებს, ძალით, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების შედეგად, ისევ იმ დროის უმძლავრესი მოკაკვშირეების - დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის და სსრკ-ის დახმარებით. შემდეგ, 1949 წელს, გერმანია გაიყო 2 ნაწილად-აღმოსავლეთად და დასავლეთად. შეეძლო კი მაშინ დასავლეთ-გერმანიას სსრკ-თვის აღმოსავლეთ გერმანიის მოგება? - არა! თუმცა 40 წელზე მეტი ხნის შემდეგ შეძლო (რაღაც ჰამბურგერის ფასად დავათმობინეთ სსრკ-ს აღმოსავლეთ გერმანია, თუმცა მზად ვიყავით 10-ჯერ და 100-ჯერ მეტი თანხის გადასახდელადაც. იტყვისჰელმუტ კოლი,გერმანიის კანცლერი). ამის მთავარი მიზეზი იყო „ცივ“ ომში სსრკ-ს დამარცხება. გერმანიას მხარს უჭერდა აშშ, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი. ყოველივე ზემოთ ნათქვამი გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ მოვხაზოთ დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების ინგრედიენტების ძირითადი კონტურები „ სტატუს კვოს“ გადასახედიდან.უპირველეს ყოვლისა, ეს შეიძლება და უნდა იყოს სტრატეგიული თმენა (უკვე 27 წელიწადია ველოდებით და უშედეგოდ!) კონკრეტული ციფრის დასახელება შეუძლებელიცაა და სარისკოც. მეორე და უმთავრესი, სხვა შეიარაღებული ძალები, სხვა ეკონომიკა და სხვა სახელმწიფო. აქ საკმარისია მოვიყვანოთ ისრაელის მაგალითი, სადაც ერი მთლიანად დგას ერთ პლატფორმაზე, როდესაც საქმე ეხება სახელმწიფოს აქტიურ ფორმირებასა და წინსვლას ან მის უსაფრთხოებას ეს არის რეალური მაგალითი იმისა, არსებული რესურსებით როგორ ააშენო სახლემწიფო, რომელიც რეგიონში არავის არ უთმობს პირველობას!.. მესამე, ომში გამარჯვების მოპოვება, მნიშვნელობა არ აქვს „ცივი“ იქნება თუ „ჰიბრიდული“. ამ შემთხვევაში კარგად ჩავიხედოთ დიდი კონსტანტინეს ნააზრევში, რომელიც სრულად ეხმიანება საქართველოს დღევანდელ მდგომარეობას, - „ქვეყანას, რომელსაც ამდენი მოღალატე ჰყავს თავისი ქვეყნის შიგნით, მას მაკედონელიც ვერ გაამარჯვებინებს!“ისე, ყველამ კარგად ვიცით სამშობლოს „სიყვარული“, მაგრამ, საუბედუროდ , ის სადღეგრძელობს იქით არ მიდის კონკრეტულ სიტუაციაში!.. მეოთხე, ზესახელმწიფოების უმძლავრეს მოკავშირეებად გახდომა და მათი ყოველმხრივი დახმარება. ინტერესთა თანხვედრის შემხთვევაში მტრის წინაშე კომპრომისზე არ წასვლა და პრინციპული პოზიციის შენარჩუნება. მეხუთე, ამჟამად გამარჯვებული მტრის თანხმობა. ამის მიღწევა ძალიან რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი. ის უნდა დარწმუნდეს, რომ უკან დასახევი გზა მოჭრილია და რეალური პროცესების გათვალისწინება გარდუვალ აუცილებლობას წარმოადგენს. ჩვენს შემთხვევაში ვხედავთ, რომ მტერი სუსტებზე ნადირობს, რომელთაც თავის დაცვა უჭირს, მოკავშირეები შეშფოთებითა და აღშფოთებით შემოიფარგლებიან და რეალურ დახმარებაზე არ მიდიან! ისევ ისტორიას მოვუხმოთ, აგრესორი არასდროს არ ესხმოდა თავს სამხედრო ალიანსის წევრებს. აქედან აშკარად იკვეთება „ხსნის გზა“ - თანამედროვე მსოფლიოში პატარა ქვეყნების უსაფრთხოების ყველაზე მაღალი დონის უზრუნველყოფის საუკეთესო გზა დღევანდელი მოცემულობით ნატოში გაწევრიანებაა. სწორედ აქ იკვეთება ქვეყანაში შინაგანი წინააღმდეგობის კიდევ ერთი მომენტი, როცა (თუ არ გავითვალისწინებთ ძველი რეფერენდუმის შედეგებს) ქვეყანაში, მსოფლიოში მიმდინარე სწრაფი ცვალებადობიდან გამომიდნარე, ერთიანი აზრი ნამდვილად არ არის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ეს აგრესორის პროპაგანდის შედეგია თუ უფრო უარესის მოლოდინი, მათ ამისი საფუძველი ნამდვილად გააჩნიათ. მაგრამ აქ მთავარია მაინც ალიანსის წევრი ქვეყნების მხრიდან რუსული აგრესიის იგნორირება და შიშის სინდრომის დაძლევა. წინააღმდეგ შემთვევაში, პროცესი უსაშველოდ გაიწელება და რა შედეგი დადგება უახლოეს მომავალში ძნელი წარმოსადგენია. ჩემი მიზანი არ ყოფილა „ურწმუნო თომებთან“ კამათი და მათი გადარწმუნება გარკვეულ პოლიტიკურ საკითხებზე, რომლებსაც თანმიმდევრულად და ჯიუტად მიჰყვებიან. ყოველივე ეს ჩემი ფიქრის შედეგია და გარკვეულ მასალებზე დაყრდნობით არც თუ ისეთი სასიამოვნო აზრების კონსტატაცია. ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ მაღელვებს და მაფიქრებს ჩემი ქვეყნის ბედი და ჩემი ოდაბადის მომავალი. გამოსავლის მოძებნა თეორიულად ყოველთვის შეიძლება, მაგრამ რა რესურსებით და მის ხორცშესხმას რა დრო დასჭირდება, ძნელი სათქმელია. მაგრამ ჩამოყალიბებულ აზრს არსებობის უფლება რომ გააჩნია, ღრმად მწამს. როდესაც მეოთხედი საუკუნის განმავლობაში შენი ქვეყნის ტერიტორიის 20%-ზე მეტი ოკუპირებულია და დამამშვიდებელი პროგნოზიც არ არსებობს, აქ უკვე ჩნდება ძიების სურვილი უკეთესი მომავლისთვის. ჯერჯეორბით გვირაბის ბოლოს შუქი არ ჩანს. ჩვენ კი ისევ ვცდილობთ „დიდი კაცის“ სინდრომი საკუთარ თავში ვეძიოთ და ქვეყნის ბედზე უტიფრად ვიმარჩიელოთ. ხომ დაგვმოძღვრა დიდმა ილიამ თავის დროზე -„ჩვენს იქით ჩვენი ხსნა, ტკბილი სიზმარიაო“.ჩვენ კი როდის გარდავიქმნებით ქვეყნის ნამდვილ ჭირისუფლად. დრო კი არ ითმენს, სამშობლოს შველა უნდა, თორემ, იოანე ოქროპირის ბრძნული გამონათქვამისა არ იყოს„...დაჭაობდა ქვეყანა, შეწყდა რებაი წყალთა მაცოცხლებელთა.“ მურმან კვარაცხელია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. წყარო:
14 აგვ
პეტიცია (გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძაღვანელობის მიმართ)
მოვითხოვთ ბოდიშის მოხდას:არცოდნა თუ პუტინის პროპაგანდა? პატივცემულო ბატონო გნიფკე, ბატონო ბორნჰაიმ, ბატონო დემიან ფონ ოსტენ, რეპორტაჟით „აფხაზეთი – თოკით დაშვება საბჭოთა ნანგრევებზე“ შეძრწუნებულნი ვართ. რეპორტაჟი იმდენად აბსურდულია, რომ რეაგირება არც კი ღირს, მაგრამ ვინაიდან ისტორიული ფაქტების დამახინჯებასთან გვაქვს საქმე, საზოგადოების წინაშე ვგრძნობთ პასუხისმგებლობას, რომ ისინი რუსული დეზინფორმაცისა და პროპაგანდისგან არ მოტყუვდნენ. ამ რეპორტაჟიით ნებსით თუ უნებლიეთ პუტინის ნარატივს იმეორებთ და ხელს უწყობთ რუსული დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გავრეცელებას. აფხაზეთი საბჭოთა დროის შემდეგ მიეკუთვნა საქართველოს ისევ საქართველოს შემადგენლობაში ყოფნა ვერცერთ აფხაზს წარმოუდგენია სტალინმა მიიღო მძიმე გადაწყვეტილება: აფხაზეთი მიაკუთვნა საქართველოს. ისტორიულადსაქართველოს ტერიოტორიაზე არსებობდნენ შემდეგი სამეფო სამთვროები: აფხაზეთი, გურია, იმერეთი, ქართლ კახეთი, სამეგრელო, სვანეთი. 1801 წელს რუსეთმა გააუქმა ქართლ კახეთის სამეფო და საბოლოოდ მოახდინა საქართელოს ანექსია. დიდი პროტესტის და ძალისხმევის შემდეგ მუახერხა მიაღწია საქართველომ დამოუკიდებლობა გამოეცხადებინა. ბოლოს კი 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულებით რუსეთმა აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა იმ ტერიტორიების აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ჩათვლით, რომელიც დღეს მას ოკუპირებული აქვს. აქვე უნდა ვახსენოთ, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეგიონს შიდა ქართლი ეწოდება. სამხრეთ ოსეთი რუსული ვერსიიდან მომდინარეობს და ემსახურება სავარაუდოდ ლექსიკური "ყურის შეჩვევის" შემდეგ ადვილად მოხდეს ჩრდილოოსეთთან შეერთების პროცესი. 21 თებერვალს საქართველომ მიიღო კონსტიტუცია, სადაც 107 პარაგრაფში ვკითხულობთ "საქართველოს განუყოფელი ნაწილი აფხაზეთი, აჭარა და საინგილო მიიღებენ ავტონომიას". თუმცა როგორც მოსალოდნელი იყო, არ შესრულდა 1921 წელს დადებული შეთანხმება და რუსეთის წითელმა არმიამ მოახდინა საქართველოს გასაბჭოება მისი სურვილის წინააღმდეგ. საქართველოს პირველი დემოკრატიული მთავრობის წევრები კი საფრანგეთში გაიხიზნენ. თქვენ არ იცნობთ ამ ისტორიულ ფაქტებს? ავრცელებთ ტყუილს და არ ფიქრობთ იმაზე, თუ რამდენი ადამიანის გრძნობები შეურაცხყავით. განსაკუთრებით კი მათი, ვინც გამოძევებული იქნა აფხაზეთიდან (250 ათასზე მეტი ქართველი), მათი, ვინც ოჯახები დაკარგეს. ამ ომმა 8 ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. (გრუზკა:2005: 29) საზოგადოებრივი მაუწყებელი და ისეთი გადაცემა, როგორიცაა Weltspiegel "მსოფლიოს სარკე" დიდ გავლენას ახდენს საზოგადოების აზრის ჩამოყალიბებაში. ამიტომ მოვითხოვთ გამოსწორება-შესწორებას და საჯაროდ ბოდიშის მოხდას მსგავსი ტყუილი და ისტორიულად დამახინჯებული რეპორტაჟისთვის. ავტორი:Manina Döring https://www.openpetition.de/petition/online/movitkhovt-bodishis-mokhdas-artsodna-tu-putinis-propaganda?direct=1
14 აგვ
მურმან კვარაცხელია რადიო თავისუფლების ეთერში პეტიციის შესახებ
მოგეხსენებათ ამა წლის 20 ივლისს გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებელის გადაცემაში "მსოფლიოს სარკე" გავიდა სიუჟეტი "თოკით დაშვება საბჭოთა ნანგრევებზე", რომელიც გადაღებულია ტყვარჩელში და შეიცავს ბევრ ისტორიულ უზუსტობას საქართველოსთან მიმართებაში. ამ სიუჟეტს მოჰყვა მოქალაქეების აღშფოთება და გერმანიის მოქალაქემ მანინა დიორინგმა შექმნა პეტიცია სახელწოდებით "არცოდნა თუ პუტინის პროპაგანდა?" პეტიციაზე გადასვლა სამწუხაროდ აღშფოთებული ადამიანების რაოდენობა სრულიად შეუსაბამოა დევნილი ადამიანების რაოდენობასთან, ამის პირველ მიზეზად მივჩნიეთ ის, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის არ იყო ხელმისაწვდომი პეტიცია გერმანულ ენაზე, ჩვენი თხოვნით ქალბატონმა მანინამ თარგმნა პეტიცია ქართულად და განათავსა შესაბამის ვებ გვერდზე. ასევე არ ჰქონდათ ინფორმაცია შესაბამის სახელმწიფო სამსახურებს და მასმედიის საშუალებებიდან არ მიექცა ჯეროვანი ყურადღება, ერთადერთი იყო რადიო თავისუფლება, რომელმაც ყურადღება გაამახვილა სიუჟეტზეც და პეტიციაზეც (საიდანაც შევიტყვეთ ჩვენ). Ganakhleba.Ge-ს თხოვნითრადიო თავისუფლებამ ისევ განავრცო ეს საკითხი. ქალბატონმა ნინო გელაშვილმა საავტორო გადაცემაში "დილის საუბრები" გადაცემაში მიწვეულ იქნა მურმან კვარაცხელია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, პრეზიდიუმის წევრი. გთავაზობთ გადაცემის ვიდეო ვერსიას. გთხოვთგადადით ლინკზე და შეავსეთ პ ე ტ ი ც ი ა
12 აგვ
შინდისი
ნამდვილი ამბავი, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს! წარმოგიდგენთ დიტო ცინცაძის ფილმ "შინდისის" თრეილერს. 11 წელი შესრულდა შინდისის ბრძოლიდან. 2008 წლის 11 აგვისტოს სოფელ შინდისთან რუსეთის სამხედრო ნაწილთან უთანასწორო ბრძოლაში გმირულად დაეცა მეორე ქვეითი ბრიგადის ოცეულის 17 ქართველი ჯარისკაცი. რეჟისორი: დიმიტრი ცინცაძე იდეისა და პროექტის ავტორი: ედმონდ აბაშიძე-მინაშვილი პროდიუსერები: ედმონდ აბაშიძე-მინაშვილი; ვლადიმერ კაჭარავა; მინდია ესაძე. ოპერატორი: მინდია ესაძე. სცენარი: ირაკლი სოლომანაშვილი. მწარმოებელი კომპანიები: 20 Steps Productions, Free Movie Studio Georgian National Film Center განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
25 ივლ
პეტიცია გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძაღვანელობის მიმართ
გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემა "Weltspiegel" -ში (მსოფლიოს სარკე) გასულისიუჟეტის გამო სადაც დამახინჯებულია საქართველოს ისტორია. კერძოდ, სიუჟეტის ავტორი გვეუბნება, რომ აფხაზეთი საბჭოთა დროის შემდეგ მიეკუთვნა საქართველოს ისევ საქართველოს შემადგენლობაში ყოფნა ვერცერთ აფხაზს წარმოუდგენია სტალინმა მიიღო მძიმე გადაწყვეტილება: აფხაზეთი მიაკუთვნა საქართველოს. Manina Döring from Heidelbergშექმნა პეტიცია. (გადასასვლელი ლინკი) ვებ გვერდი Ganakhleba.ge-ს ადმინისტრაცია ეთანხმება პეტიციას და თვლის,რომ ვინაიდან მხოლოდ აფხაზეთიდან 250 000 ადამიანზე მეტიაიძულებით გამოძევებულიშესაბამისად პეტიციასაც იმავე რაოდენობის ადამიანი უნდა აწერდეს ხელს!!! ამ პროპაგანდისტული სიუჟეტის შემდეგ კიდევ უფრო მძაფრად ვგრძნობთ პროექტის "აქ ჩემი სახლია" და ვებ გვერდის Ganakhleba.Ge არსებობის მნიშვნელობას, ვინაიდან ამ ვებ გვერდზე განთავსებულია რუკა(რუკაზე გადასვლა) სადაც ჩვენ მონიშნული გვაქვს ჩვენი სახლი თუ ნასახლარი, ჩვენი ფუძე, ჩვენი იურიდიული მისამართი და ხმამაღლა მსოფლიოს გასაგონად ვამბობთ ერთ ჭეშმარიტებას "აქ ჩემი სახლია". თუ დიდი ყურადღება მიექცევა ამ ვებ გვერდის განვითარებას სამომავლოს პეტიცია არ იქნება საჭირო, პირდაპირ დოკუმენტური მასალითუპასუხებს საიტი მსგავს პროპაგანდისტულ სიუჟეტებს. ჩვენ ვთვლით, რომ საინფორმაციო ომი გვაქვს მოსაგები. გთხოვთ გაავრცელოთ პეტიცია დათქვენი შეშფოთების შემთხვევაში შეავსეთ პეტიცია (რომელიც სპეციალურად თქვენთვის ითარგმნა ქართულ ენაზე). პეტიციისგვერდზე გადასვლა აქვე გთავაზოთ სიუჟეტს ქართული ტიტრებით.(რომლის თარგმნაზეც იზრუნა პეტიციის ავტორმა). ასევე გთავაზობთ პეტიციის შევსების ინსტრუქციას
05 ივლ
26 წელი კამანის ოკუპაციიდან
დღეს კამანის გმირების თავდადებიდან 26 წელის თავზე პროექტი "აქ ჩემი სახლიას" ორგანიზებით, თბილისში გმირთა მოედანზე, გმირთა მემორიალთან დეკანოზმა გაბრიელ ჩადუნელმა გადაიხადა საქართველოს მთლიანობისთვის თავდადებული ადამიანების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი. შეკრებას შეუერთდა ფონდი დედის ხელები, ფონდი სიცოცხლე და ორგანიზაცია დედები შვილების მომავლისთვის. ფონდი დედის ხელების აღმასრულებელმა დირექტორმა ხათუნა გაბრიჭიძემ განაცხადა,რომ თანაუგრძნობს ომს შეწირული ადამიანების დედებს და ოჯახის წევრებს და პატივს მიაგებს გარდაცვლილთა ხსოვნას. ორგანიზაცია დედები შვილების მომავლისთვის ხელმძღვანელმა ია მინდაძე-ასათიანმა გამოხატა დიდი გულისტკივილი იმასთან დაკავშირებით,რომ თანდათან ნაკლები და ნაკლები ადამიანები იკრიბებიან ამ დღეს და ნელ-ნელა დავიწყებას ეძლევა სამშობლოს ერთიანობისთვის თავდადებული გმირების ხსოვნა,რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები მთელი საქართველოს ტკივილი უნდა იყოს და არა ერთეულების. ორივე ქალბატონი შვილებთან ერთად მობრძანდნენ. ასევე შეხვედრაზე იყვნენ თვითონ კამანელები ემზარ კახიანის ხელმძღვანელობით.ამ დღემ მისი მამა,ძმა და ბიძა შეიწირა. თამარ გვიჩიანი,ამ დღეს მისი ძმა -ადამ გვიჩიანი და ბიძა -ელგუჯა გვიჩიანი გმირულად დაიღუპნენ... მერხეულელები,განახლებელები,კოჩარელები,ახალდაბელები და ა.შ
28 ივნ
ახალდაბა აფხაზეთში და ქართველთა ბედისწერის ისტორიები.
აფხაზეთში ყველა სოფელს ჰყავს ღირსეული წარმომადგენელი,ვისაც უზრუნია,რომ ინფორმაცია არ დაკარგულიყო და მომავალი თაობებისთვის მოეთხროთ თუ რა გადაგვხდა თავს. ამჯერად წამოგიდგენთ სოფელი ახალდაბის შესახებ ისტორიას. რომლის დაწერაზე თავის დროზე იზრუნა ახალდაბელმა ილუშა ნემსწვერიძემ. ვისაც არ წაგიკითხავთ ილუშა ნემსწვერიძეს წიგნი "ახალდაბა აფხაზეთში და ქართველთა ბედისწერის ისტორიები", ვებ გვერდი Ganakhleba.ge გაძლევთ შესაძლებლობას გაეცნოთ ბატონ ილუშას ნაშრომს. წიგნის გარეკანზე (ყდაზე) ჩანს უცხოტომელი იარაღით ხელში, გამოძევებული ქართველი კაცის სახლის წინ(სახლიც და "რაფის" მარკის ავტომობილიც, ალბათ, გეცნობათ თანასოფლელებს.)ეს იმ ფაქტიდან არის,ჩვენმა მოძმე აფხაზებმა (უკვე გონებაგადაბირებულებმა) სხვა ქვეყნებიდანაც რომ ჩამოიყვანეს პროფესიონალი კაცთმკვლელები. რათა ქართველები დაეხოცათ,მხოლოდ ეროვნული ნიშნით. ძაღლის გამოსახულება ნიშნავს:- ძაღლური სისასტიკით ეპყრობოდნენ იქ ქართველ ტყვეებს. ხოლო მიხაკები -ახალდაბის სიმბოლოა, "ღერბია". მრავალთა ეზოებში ვარდ-მიხაკების სათბურები ფინანსური შემოსავლის ერთ-ერთი საშუალება იყო. მიხაკის წითელი ფერი არის იმ სისხლის ფერი, რომელიც ქართველმა ბიჭებმა დაღვარეს იქ, ბრძოლის ველზე, იმ ქართული მიწის და ქართული ღირსების დაცვის დროს. წიგნის ავტორი და არამხოლოდ ავტორი,მადლიერი ახალი თაობა მადლობას უხდის ახალდაბელ ქალბატონს ნონა ბენიძეს ამ საშვილიშვილო ინფორმაციის შეგროვებაში აქტიური ჩართულობისთვის. მადლობა ყველას ვინც არ დაიზარა ფინანსური მხარდაჭერა წიგნის დასაბეჭდად. განსაკუთრებული მადლობა ბატონ რევაზ ძიძავას და ვახტანგ ჩაკვეტაძეს."ქველმოქმედება ყველაზე დიდი მადლია, რაც ადამიანს აახლოვებს ღმერთთან". ვებ გვერდმა Ganakhleba.ge ეს წიგნი კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახადა დაინტერესებული მკითხველისთვის. (ნაწყვეტი წიგნის წინასიტყვაობიდან.ავტორი ილუშა ნემსწვერიძე) წიგნის წასაკითხად გადადით ბმულზე: http://www.ganakhleba.ge/ka/blog/24 http://www.ganakhleba.ge/ka/blog/25 http://www.ganakhleba.ge/ka/blog/26 http://www.ganakhleba.ge/ka/blog/27 http://www.ganakhleba.ge/ka/blog/28 http://www.ganakhleba.ge/ka/blog/29 http://www.ganakhleba.ge/ka/blog/38 http://www.ganakhleba.ge/ka/blog/39 http://www.ganakhleba.ge/ka/blog/40 http://www.ganakhleba.ge/ka/blog/41 http://www.ganakhleba.ge/ka/blog/42
01 თებ
"გმირთა ვარამი"
ნეტა, შენს ვაჟკაცურ გულში ჩამახედა მოყვასო ჩემო, აფხაზო! ალბათ როგორ გტკიოდა გული, როცა შენს თვალწინ გაზრდილ ფალავანს, შენთვისვე ბევრი სიხარულის მომნიჭებელს, შენივე ტყვიით განგმირულს, შენივე ხელით მიაყარე მიწა და სამხედრო პატივიც მიაგე ზალპით. ალბათ რამხელა ტკივილი განიცადე მაშინ, ვინ იცის როგორ უჩიოდი ბედის უკუღმართობას და მერამდენედ აგინებდი თქვენს შორის შუღლის გამღვივებელს და თქვენს შეცდომაში შემყვანებელს. ჩემოსაქართველოს ღირსეულო შვილო, აფხაზო! ნეტა რა გქონდათ ორ სპორტსმენს გასაყოფი, ყოფილ ტრენერსადა ჩემპიონ ფალავანს?! - არც არაფერი ძმაო ჩემო, არც არაფერი... რაც გვეგონა, რომ გასაყოფი იყო ის დარჩება ამ ცოდვილ დედამიწაზე, ჩვენივე ცოდვებით კიდევ უფრო დამძიმებულ მიწაზე....რამეთუ სულ მალე არც არავინ დავრჩებით ამ ქვეყნად,არც კონფლიქტის გამღვივებელი და წამომწყები და არც მონაწილე, არც მსხვერპლი... წავალთ ყველანი და დავტოვებთ ძმათა სისხლით მორწყულ მიწას!!! რაოდენ სასტიკია ადამიანი, ვინც ომი მოგვახვია თავს... რა კატასტროფაა, როცა შენი ნამოწაფარი გეფეთება პირისპირ შენი ნასროლი ტყვით შუბლგახვრეტილი და ისიც წაჩოქილი, მაგრამ ბოლო ამოსუნთქვამდე მოგაყრის ავტომატის ჯერს... განა შენი გამოზრდილი მხდალი იქნებოდა?! განა შენ არ შთაუნერგე ვაჟკაცური სულისკვეთება და ბრძოლის უნარი, როცა დიდ სპორტულ კარიერას შეეჭიდა?! განა შენ პირველი არ იყავი მათ შორის ვინც მას გულშემატკივრობდა?!... 1993წლის 25 ივლისი- ბოლო საბრძოლო შეტაკება ე.წ. " სამშვიოდბო ზავამდე" ( 26 ივლისს დილით მატყუარა ზავი გამოცხადდა). 19 მებრძოლიდან მხოლოდ ერთი გადარჩა ცოცხალი და ამბის მთხრობელი, ოღონდ იმანაც რამდენიმეთვიანი ტყვეობის შემდეგ შეძლო მოეთხრო თანამებრძოლების გმირული აღსასრულის შესახებ. (ამ 18 ვაჟკაციდან მხოლოდ ორის სახელი და გვარია ჩემთვის ცნობილი გია გვილავა და მურთაზ გაბიძაშვილი, გთხოვთ მომაწოდეთ ინფორმაცია დანარჩენი მეომრების შესახებ.პატივისცემით ავტორი). ასმეთაურს მურთაზ გაბიძაშვილს თავში მოხვდა სნაიპერის მიერ ნასროლი ტყვია და წაიჩოქა, მაგრამ წაჩოქილსაც არ დაუგდია იარაღი და პირისპირ მომხვდურს დააცალა მთელი ჯერი. მის პირისპირ აღმოჩნდა მისი ყოფილი ტრენერი... აფხაზმა მებრძოლებმა (სხვებისგან განსხვავებით) პატივით დაკრძალეს მათივე ტყვიით განგმირული ქართველი ფალავანი... რა თქმა უნდა მალულად მოხდა ეს, იმ სიძულვილის და ღვარძლის მთესველებს,რომ არ გაეგოთ... 14 დღის შემდეგ ისევ მათ მიაწოდეს ოჯახს ინფორმაცია საფლავის ადგილმდებარეობის შესახებ... ტყეში იყო დაკრძალული... ჩუმად შეიყვანეს მურთაზის ძმა მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და ძმამ, მარტოკამ ზურგით ათრია ძმის ცხედარი,სანამ სამშვიდობოს არ გამოაღწია... იმ დღეს გაქრა ღიმილი და ყოველგვარი სიხარული გაბიძაშვილების ოჯახში, მაგრამ მაინც დიდი ბედნიერება იყო, ის რომ მურთაზის საფლავი ეგულებოდათ. სამწუხაროდ ყველამ ვიცით რაც მოხდა და ისევ დაკარგა ოჯახმა მურთაზის საფლავთან მისასვლელი გზა... ორი წლის წინ დევნილ ოჯახს ცეცხლი მოეკიდა და სახლი დაიფერფლა... ფერფლად იქცა მურთაზის ფოტოები და ქვეყნის მთავარსარდლისგან მინიჭებული ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენიც... ოჯახს ეს გაზეთებიდან ამოჭრილი ფოტოებიღა შემორჩა... გეძებ მოყვასო ჩემო, აფხაზო... გაფასებ გმირობისთვის... გაფასებ იმ რისკის გამო, რაც შენ მაშინ გასწიე... ყველამ ვიცით, ეს ამბავი რომ გამჟღავნებულიყო რაც მოგივიდოდა, მაგრამ შენმა ვაკაცობამ დაჩრდილა ყოველგვარი ბოროტება... - გეძებ მოყვასო ჩემო, აფხაზო... - გაფასებ ამ სიყვარულისთვის!!!