09 დეკ
კოჩარის სკოლის 1968 წლის გამოშვება
კოჩარის შოთა რუსთაველის სახელობის საშუალო სკოლის დამთავრებიდან 50 წლისთავი აღნიშნა1968 წლის გამოშვებამ. შეხვედრა შედგა ბ-ნ მურმან კვარაცხელიას ორგანიზებით. შეხვედრაზე მოწვეული ჰყავათ პედაგოგები ხუტა ვეკუა,გივი ჯომიდავა დადამრიგებელი იაშა ფანჩვიძე.(80 წელს გადაცილებული კლასისდამრიგებელი ისე ახალგაზრდულად გამოიყურება მე მათიკლასელი მეგონა) 26 ჯგუფელიდან5 გარდაცვლილია. შეიკრიბნენ ასტამურ(ვენორი) გოგუას საფლავზე.პატივი მიაგეს ყველა გარდაცვლილი თანაკლასელის ხსოვნას და შემდეგ გადაინაცვლეს რესტორანში "მეგრული ოდა". სუფრის თამადა გახლდათ ბ-ნ მურმან კვარაცხელია.(ქართული სუფრა აკადემიააო ამბობენ და მე დავრწმუნდი ამ გამონათქვამის სისწორეში). ისე ლამაზად, ისე შინაარსიანად წარმართა უფალმა თამადამ სუფრა. მოგეხსენებათ დევნილი ადამიანების შეხვედრის სიხარულს ახლავს დიდი სევდა და ტკივილი. ამ გრძნობის გადმოცემა მე არ შემიძლია,მაგრამ ყველა დევნილისთვის ნაცნობია ეს გრძნობა... ბატონმა როლანდ ჟორჟოლიანმა დიდი სიურპრიზი გაუკეთა კლასელებს, მან მოიტანა ალბომი,რომელიც სპეციალურად გამოატანინა თურმე კოჩარიდან. და ნახეთ როგორ აქვს აკინძული. სუფრა ჰგავდა ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილსშერწყმულს საქართველოსისტორიასთან,როცა სადღეგრძელოს ამბობდა ერთი მთელი გულისყურით უსმენდა ყველა. ბევრი რამ ითქვა... მე ამ დიდებული ადამიანების სიტყვები მარგალიტებივით ავკრიფე და ჩავიწერე.... მოვადრო ამ ჩანაწერს ისეთივე გულისფანცქალით მოვუსმენთ, როგორი გულისფანცქალითაც ათვალიერებდნენ გუშინ ამ ალბომს! Ganakhleba.Ge 08 დეკემბერი 2018 წელი.
07 დეკ
როლანდ სიდიანი დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის ll ხარისხის ორდენით.
მე როლანდი სიდიანის ამბავი გავიგე,მხოლოდ მას შემდეგ,რაც პროექტი "აქ ჩემი სახლიას" განხორციელება დავიწყე. მოგეხსენებათ დავდივარ კარდაკარ,სოფელ-სოფელ და ვეძებ საარქივო მასალებს და ინფორმაციას. ამ პროცესში გამოიკვეთა,რომ განახლების მოსახლეობის 70% გადაარჩინა როლანდი სიდიანმა. მას თავისი სატვირთო მანქანით ე.წ "კამაზით" გამოჰყავდა მშვიდობიანი მოსახლეობა შედარებით უსაფრთხო ადგილამდე და თვითონ ბრუნდებოდა ისევ სოფელში,რათა დარჩენილი მოსახლეობა გამოეყვანა. ერთერთი დაბრუნება საბედისწერო და საბოლოო აღმოჩნდა როლანდისთვის... აქვე მინდა ავღნიშნო ისიც,რომ მას გამოესარჩლა ეროვნებით სომეხი განახლებელი ახალგაზრდა,რომელიც იქვე დახვრიტეს.მე ქედს ვიხრი იმ ვაჟკაცის სულის წინაშე.სამწუხაროდ არ ვიცი მისი ვინაობა. როლანდის მისიცოლ-შვილი და სანათესაო, ახლობელ-მეზობლები უკვე გახიზნული ჰყავდა სვანეთში, სადაც მამაპაპისეული სახლი ჰქონდა, მაგრამ სვანეთიდან დაბრუნდა რათა სხვები გადაერჩინა. დაჯილდოების ცერემონია გაიმართა ვეტერანთა საქმეთა დეპარტამენტში. როლანდის ორდენი გადაეცა მის მეუღლეს მარინა სიდიანს. მე ერთ ადამიანს განსაკუთრებით მიხარია როლანდი სიდიანის გმირობის დაფასება,თუნდაც 25 წლის შემდეგ! დიდება გმირებს!
26 ნოე
შეხვედრა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა პროექტის "აქ ჩემი სახლია" და ვებ გვერდის www Ganakhleba.ge პრეზენტაცია. პროექტი „აქ ჩემი სახლია“ მიმდინარეობს სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპისის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II ლოცვა-კურთხევით. პრეზენტაციას უძღვებოდნენ იდეის ავტორები, ბიჭვინთის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი დავით კონჯარია და მრევლი: სვეტლანა(ნათელა) ჩხვიმიანი და გიორგი სარალიძე. სვეტლანა ჩხვიმიანმა წარადგინა ვებგვერდი www Ganakhleba.ge და ახალგაზრდებს აუხსნა თუ როგორ შეიძლება მათი ჩართვა პროექტში. დეკანოზმა დავით კონჯარიამ ისაუბრა პროექტის მნიშვნელობაზე, მომავალი თაობებისთვის ინფორმაციის გადაცემის აუცილებლობაზე, რომელიც ერთგვარი გზამკვლევი იქნება აფხაზეთსა და სამაჩაბლოში . ა(ა)იპ განახლება 2018-ის დირექტორმა, გიორგი სარალიძემ თანატოლებს მოუწოდა ამ მნიშვნელოვან პროექტში აქტიური ჩართულობისკენ. ეს არის აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ინტერნეტ არქივი, სადაც ხდება იურიდიული მისამართების განთავსება და დამოწმება.
18 ნოე
"დაუკარგავი იმედი" კადრს მიღმა
მადლობა ფილმის " დაუკარგავი იმედი" სპონსორს ეკატერინე ხაინდრავას!!! დაე,გვიმრავლოს ასეთი ღირსეული, სამშობლოს და საკუთარი კუთხის სიყვარულით გაჟღენთილი ადამიანები. ემოციებით აღსავსე იყოფილმზე "დაუკარგავი იმედი" მუშაობის პროცესი, ოღონდ დადებითი და უარყოფითი ემოციებიენაცვლებოდა ერთმანეთს. იყო ბევრი სითბო, სიყვარული, ცრემლი,სევდა... აბა წარმოიდგინეთ 25 წლის წინ განშორებულმასწავლებლებთან, კლასელებთან და მეზობლებთან შეხვედრა... მე ხომ განახლების ისტორიის გაცოცხლება დავიწყე, ეს დიდი პასუხისმგებლობა იყო ჩემი თანასოფლელებისწინაშე.არ იყო ადვილი, ეს ძალიან რთული აღმოჩნდა, მაგრამ მაინც გამოვიდა, მჯობნის მჯობნი არ დაილევაო, ნათქვამია, სხვას იქნებ უკეთესად გამოუვიდეს,ამიტომ ვერ ვიტყვი ძალიან კარგი შედეგია თქო, მაგრამ ისიცფაქტია, რომ ჯერ შესადარებელი მასალა არ გვაქვს. გამოვიდა საუკეთესო ადამიანების და მეგობრების მხარდაჭერის შედეგად... მადლობა ბატონ ზურა ყიფშიძეს ტექსტის ჩაწერისთვის, ცალკე ისტორიად შეიძლება დაიწეროს ჩვენი შეხვედრები, თუროგორდავითანხმე სრულიად უცხო ადამიანმა (არარეჟისორმა, არაპროდუსერმა, არასცენარისტმა) მიეღო მონაწილეობა ამ ფილმის გახმოვანებაში. ტექსტი ეკუთვნის სამ ადამიანს: ნატო ჯიქიას (ჩემი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი), თამრიკო ივეჩიანს ( ჩემი კლასელი და ამჟამად ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი) და მე სვეტლანა ჩხვიმიანს. ამ კადრში ზურა ყიფშიძე კითხულობს თამრიკო ივეჩიანის ტექსტს. ჩაწერილიაბექა გაბუნიას სტუდიაში. მადლობა ბექას,გარდა იმისა,რომ მან დაგვიწერა მუსიკა და დუეტი,ასევემან მოიფიქრა ზურა ყიფშიძეს მოწვევადა ძალიან შეგვიწყო ხელი მოლაპარაკებებში. კიდევ და კიდევ დიდი მადლობა ეკატერინე ხაინდრავას დაფინანსებისთვის
17 ნოე
კვალი ნათელი - ეძღვნება გოდერძი ზაქარაიას
ერთად ვაშენებდით ბიჭვინთის ღმრთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარს, ორივეს დეკანოზი დავით კონჯარია გვიწევდა სულიერ მამობას, ერთი ბარძიმიდან ვეზიარებოდით, სატკივარ-საფიქრალიც ერთი გვქონდაჩვენი სამშობლო, მაგრამ ერთმანეთს არ ვიცნობდით... - დამაკლდი ჩემო ქრისტესმიერო ძმაო გოდერძი, სწორედ მაშინ გამომეცალე ხელიდან, როცა მეც შენსავითშევიყვარე სამშობლო, სწორედ მაშინ, როცა ჩემი წილი პასუხისმგებლობა მეც ვიგრძენი ჩვენი დაჩეხილი ქვეყნის წინაშე, როცა შენსავითმეც დავიწყე ფიქრი თუ როგორ გავამთელოთ საქართველო და როგორ მოვუშუშოთ იარები... ვერ გაგაცანი პროექტი "აქ ჩემი სახლია" და ეს პორტალი Ganakhleba.Ge...დარწმუნებული ვარ მოგეწონებოდა, უფრო მეტიც გვერდში დაგვიდგებოდი მე და მამა დავითს და.... თუმცა, როცა ადამიანი ნათელ კვალს ტოვებს ამ სოფლად....მის ნაკვალევს მეტი შეუძლია გააკეთოს ვიდრე მოკვდავ ადამიანს... მე უკვე ვგრძნობ შენს დახმარებას... მე უკვე მაქვს შენი კალამი, რომელიც შენს სათქმელს დაწერს ყველგან... მე უკვე ვიცნობ შენს მეგობრებს, ახლობლებს, თანამებრძოლებს, რომლებიც შენ გამომიგზავნე მაშველად და დამხმარედ ამ საქმეში... შეუცნობელია გზები უფლისანი... შენ არ გიყვარდა საუბარი, ზედმეტად თავმდაბალი იყავი და სიცოცხლეში შენზე ამდენი საუბრის უფლებას არ მომცემდი... რომელ ქვეყანაშიც არ უნდა წასულიყავი სპორტულ შეჯიბრებებზე, ყველგან ჩვენი ქვეყნის ერთიანობისთვის აფრიალებდი დროშას, მეგობარო! არ გამოიღო შედეგი ამ ქვეყნიურმა ელჩობამ და ახლა ქრისტე ღმერთთან გაემგზავრე და უფალს ევედრები ჩვენი ქვეყნის გაბრწყინებას...
16 ნოე
მხარდამხარ
პორტალი Ganakhleba.Ge არის იძულებით გადაადგილებული პირებისთვის შექმნილი. ჩვენ ყველამ ერთდ უნდა შევქმნათ ინტერნეტ არქივი და გადავცეთ ჩვენს შვილებს. პროექტი "აქ ჩემი სახლიას" ავტორები მზად ვართ ვისაუბროთ და ვითანამშრომლოთ ყველა ჯგუფთან, რომელიც აერთიანებს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს. შეხვედრაზე მოწვეული გვყავდა რამდენიმე ჯგუფის ადმინისტრატორი, მაგრამ გვეწვია მხოლოდ ირაკლი ტორუა ჯგუფის "დევნილები დევნილებისთვის" ადმინი. რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით მას. თავისი მობრძანებით დაამტკიცა მან, რომ ჯგუფი შექმნილი აქვს კეთილი მიზნებისთვის. ირაკლიმ მოიწონა ჩვენს მიერ განხორციელებული იდეა, თუმცა გვქონდა ცხარე და ჯანსაღი კამათი. სწორედ ამ კამათისთვის ვუხდი მას მადლობას, რამეთუ ჩვენ შევეჭიდეთ ისეთ ფაქიზ და სენსიტიურ თემას, რომ აქ, ტაშდაკვრით და ღიმილით ვერ გავალთ ფონს, აქ საჭიროა ჯანსაღი პოლემიკა და ცოცხალი სამუშაო შეხვედრები. მადლობა ირაკლის რომ გამოთქვა ჩვენთან თანამშრომლობის სურვილი. ურთიერთ მხარდაჭერით მივალთ სასურველ მიზნამდე.